სენსაცია: რამ გააღიმა გიორგი ჯანელიძე? - Marao

სენსაცია: რამ გააღიმა გიორგი ჯანელიძე?

2023-03-02 10:55:59+04:00


არა, ეს „ფოტოშოპი“ არ არის, გიორგი ჯანელიძემ ნამდვილად გაიღიმა!

სოციალურ ქსელებში, facebook-სა და Tik-Tok-ზე, ვირუსულად გავრცელდა ქართველი იუმორისტის ფოტო-ვიდეომასალა, სადაც წარმოუდგენელი რამ ჩანს: საქართველოში ყველაზე სიტყვაძუნწი ადამიანი - გიორგი ჯანელიძე იღიმის!

ეს უცნაური მოვლენა გადაცემა „კაცების“ ჩაწერის დროს მოხდა და მთელი საქართველო აალაპარაკა. იუმორისტმა მოულოდნელად დატოვა სტუდია და "მაკის" ბურგერების საჭმელად გაეშურა. ამ ყველაფერს კი წინ მისი უცნაური ჟესტი - წარბების ორჯერ აწევა და ღიმილი უძღოდა.

აქამდე არავინ იცოდა, რაზე იყო წამსვლელი მოღიმარი გიორგი ჯანელიძე...

თუ ჯერაც არ იცით, მსოფლიოში ახალი ჟესტი დამკვიდრდა: წარბების ორჯერ აწევა, რაც იმას ნიშნავს, რომ "მაკდონალდსში" გინდა! ეს უცნაური და სახალისო ტრენდი ცოტა ხნის წინ საქართველოშიც გამოჩნდა და ბევრი ცნობილი თუ უცნობი მიმდევარიც გაუჩნდა. მათ შორის აღმოჩნდა გიორგი ჯანელიძეც, რომელიც ცნობილია თავისი სიტყვაძუნწობითა და ლაკონიური საუბრის სტილით. მან იდეალურად გაითავისა ახალი ჟესტების ენა. "მაკდონალდსის" მხიარულმა კამპანიამ ყველაზე სერიოზული კაცის აყოლიება შეძლო!

და მართლაც, რა საჭიროა ზედმეტი სიტყვები მაშინ, როცა ძალიან გშია და ყველაფერი ისედაც ნათელია? ძალიან ძნელია იმუშაო, როცა გონებაში „მაკის“ ბურგერები, ხრაშუნა „ფრი“ და საფირმო ნაყინი გიტრიალებს...

თქვენ კი, როცა „მაკდონალდსის“ გემრიელობები მოგინდებათ, თამამად შეგიძლიათ მეგობარს წარბების ორჯერ აწევით მიანიშნოთ.

#გინდამაკი?

#წარბებიაწიე