"ყოველთვის ულამაზესი" - კადრები ჯანეტ ქერდიყოშვილის გამოსვლიდან " მის სამყარო 2015"-ზე - Marao

"ყოველთვის ულამაზესი" - კადრები ჯანეტ ქერდიყოშვილის გამოსვლიდან " მის სამყარო 2015"-ზე

2023-03-02 13:59:35+04:00


ჯანეტ ქერდიყოშვილმა "მის საქართველოს" ტიტული 2011 წელს მოიპოვა, მოგვიანებით კი, 2015 წელს, საქართველოს სახელით "მის სამყაროზე" გაემგზავრა, რომელიც ლას-ვეგასში ჩატარდა. საკონკურსო ვიდეოს სოციალურ ქსელში დღესაც აზიარებენ, უმშვენიერესი მოდელი კი არაერთ კომპლიმენტს იმსახურებს.

ჯანეტ ქერდიყოშვილმა რამდენიმე წლის წინ ნოე სულაბერიძეზე იქორწინა. წყვილს ერთი შვილი, ანნა ჰყავს. ჯანეტი აქტიურ სამოდელო საქმიანობას ჩამოშორდა, თუმცა აქტიურია სოციალურ ქსელში და სასარგებლო რჩევებს გამომწერებს ხშირად უზიარებს.