6-13 მარტის ასტროლოგიური პროგნოზი ზოდიაქოს ყველა ნიშნისთვის - Marao

6-13 მარტის ასტროლოგიური პროგნოზი ზოდიაქოს ყველა ნიშნისთვის

2023-03-06 11:11:04+04:00


ამ კვირაში ვარსკვლავებმა შეიძლება მოგიტანოთ საჭირო სიცხადე, გიპასუხოთ კითხვებზე… სამშაბათს სატურნი გონიერი მერწყულიდან მისტიკურ თევზებში გადადის, სადაც ის დროს 2026 წლამდე გაატარებს. სატურნი დისციპლინისა და პასუხისმგებლობის პლანეტაა; თევზებში ის მოგთხოვთ პასუხისმგებლობის აღებას თქვენს ქმედებებზე, არჩევანზე, რომელსაც აკეთებთ. გაიგეთ, რას ჰპირდება ეს კვირა ზოდიაქოს თითოეულ ნიშანს.

ვერძი

თქვენი აზროვნება უფრო წარმოსახვითია, ვიდრე მეთოდური. მიუხედავად იმისა, რომ ზოგჯერ გსურთ იყოთ უფრო ორგანიზებული, თქვენი თავისუფალი გონება კარგად გემსახურებათ. ბოლოს და ბოლოს, სამყაროს სჭირდება ყველანაირი გონება და ყველანაირი ადამიანი და არამხოლოდ ანალიტიკური. თუმცა ამ კვირაში გაურკვეველი მიზეზის გამო შესაძლოა თავი არაადეკვატურად იგრძნოთ.

კურო

საღი აზრის შესანარჩუნებლად ერთ-ერთი საუკეთესო საშუალებაა, უთხრათ ადამიანებს "არა". ეს ხშირად გიჭირს. გახსოვდეს, რომ გვერდის ავლა იმისთვის, რაც არ გინდა, მხოლოდ პრაქტიკის ნაწილია. თქვენი მიზნები და ოცნებები ყველასა და ყველაფერზე მნიშვნელოვანია.

ტყუპები

ამ კვირაში თქვენი ვარაუდები სადავო იქნება. შესაძლოა, თქვენს ცხოვრებაში ადამიანებმა გამოავლინონ საკუთარი თავის ახალი მხარეები, დაამტკიცონ, რომ არიან უფრო მამაცი ან მხიარული ან უფრო საინტერესო, ან შესაძლოა უფრო ბოროტი, ვიდრე თქვენ ფიქრობდით. მოვლენები ისე განვითარდება, რასაც ვერასოდეს იწინასწარმეტყველებდით. სტრესულ მომენტში თქვენმა რეაქციამ შეიძლება გაგაოცოთ. მიუხედავად იმისა, რომ ბუნებით გონებაგახსნილი ხართ, ეს მაინც შეიძლება იყოს დესტაბილიზაცია, როდესაც სამყარო ხელს უშლის თქვენს მცდელობებს, შექმნათ რაიმე მნიშვნელოვანი, გაიგოთ, რა ხდება; დაგეგმოთ, რა მომავალი გელით.

კირჩხიბი

შესაძლოა ადრე გქონდათ მკაფიო ხედვა თქვენი მომავლის შესახებ, მაგრამ ახლა ეს ყველაფერი ბუნდოვანია. სამყარო იმდენად სწრაფად, ისე დრამატულად იცვლება, რომ ძნელი წარმოსადგენია, როგორი იქნება ცხოვრება ერთი-ორი წლის შემდეგ. მაგრამ მხოლოდ იმიტომ, რომ მომავალი ბუნდოვანია, ეს არ ნიშნავს, რომ წინ რამე საინტერესო არ გელოდებათ. თქვენი მომავალი არ არის ცარიელი; უბრალოდ ჯერ ვერ ხედავთ. არ დანებდეთ.

ლომი

ეს არის თქვენი მიდრეკილება, მჭიდროდ დაიჭიროთ ის, რაც ყველაზე მეტად გიყვართ. როდესაც იპოვით ურთიერთობას, რომელიც გაბედნიერებთ, ან სამუშაოს, რომელიც გაგახარებთ, ან უბრალოდ კარგ რიტმს, გინდათ, რომ ყველაფერი ისე დარჩეს, როგორც არის. მოგწონთ საყვარელ ადამიანთან ახლოს ყოფნა. თუმცა, ამ კვირაში მიეცით საშუალება ადამიანებს, გაიზარდონ თქვენგან დამოუკიდებლად და შექმენით სივრცე თქვენი გრძნობების განვითარებისთვის დროთა განმავლობაში. ეს არ ნიშნავს იმას, რომ თქვენ ის „გაუშვით“, რომ არ გაინტერესებთ ან უარს ამბობთ ყველაფერზე, რაც ცხოვრებას მშვენიერს ხდის. ეს უბრალოდ ნიშნავს, რომ თქვენ აძლევთ ყველას, მათ შორის, საკუთარ თავს, დამოუკიდებლად არსებობის საშუალებას.

ქალწული

თქვენ გესმით, რომ რისკი გარდაუვალია, ასე რომ, ყველაფერს აკეთებთ იმისთვის, რომ ფხიზლად იყოთ ცხოვრების საშიშროებასთან და გაურკვევლობასთან დაკავშირებით და შეძლებისდაგვარად თავიდან აიცილოთ ისინი. მაგრამ რაც უნდა გაზომოთ თქვენი არჩევანი და ქცევა, თქვენ მაინც ცხოვრობთ ველურ, უცნაურ სამყაროში, რომლის მართვა არ შეიძლება.

სასწორი

თქვენ უაღრესად გულუხვი ხართ სხვების მიმართ, მეგობრებს გაგებით ეპყრობით, მაგრამ გულწრფელი თანაგრძნობა საკუთარ თავზე ყოველთვის არ ვრცელდება. ხშირად უფრო მკაცრად უყურებთ თქვენს ქმედებებს; ცოტა მოდუნდით. ამ კვირაში თქვენი გამოწვევაა, იყოთ მინიმუმ მიმტევებელი როგორც საკუთარი თავის, ასევე სხვა ადამიანების მიმართ.

მორიელი

არის თქვენში ნაწილი, რომელსაც ინტენსივობა სწყურია. ამ კვირაში მშვიდად იმუშავეთ საკუთარ თავზე. თქვენ არ გჭირდებათ მეტის ძებნა. თქვენს ცხოვრებაში ისეთი სიმშვიდეა, როგორც ეს არის - წყნარ შუადღეს, მარტივ რუტინებში, სტაბილურ მეგობრობაში. თქვენი საქმეა მისი კულტივირება და ყურადღების მიქცევა.

მშვილდოსანი

შეიძლება აღმოაჩინოთ, რომ თქვენი აზრები ბოლო დროს მიმოფანტულია, რომ ძნელია დიდხანს იყოთ კონცენტრირებული. დღის სიზმრები იჭრება სამუშაო საათებში, სხვა ადამიანების ხმები მოითხოვს მოსმენას, შემთხვევითი შფოთვა არსაიდან ჩნდება, რათა დაარღვიოს თქვენი კონცენტრაცია. შეეცადეთ ამ კვირაში ისეთი საქმით დაკავდეთ, რომელიც თქვენგან მაქსიმალურ კონცენტრაციას მოითხოვს.

თხის რქა

არავის შეუძლია ცხოვრებას ისეთივე სერიოზულობით მიუდგეს, როგორც თქვენ. აღიარებთ, რომ თქვენი დრო დედამიწაზე სასრულია, ამიტომ გსურთ მისი კარგად გამოყენება. ამ კვირაში უბრალოდ გახსოვდეთ, რომ ამის გაკეთების ერთზე მეტი გზა არსებობს. თქვენ არ გჭირდებათ დღის ყოველი წამის დაგეგმვა.

მერწყული

თქვენ გაქვთ შედარებით მკაფიო გაგება, თუ ვინ ხართ, როგორი ხალხი გაბედნიერებთ და რა გსურთ ცხოვრებისგან. იცით, რა არის თქვენი ბუნებრივი ნიჭი და სად არის თქვენი საზღვრები. ამ კვირაში აღმოაჩენთ, თუ რამდენად შეგიძლიათ საკუთარი თავის გაოცება. გჯეროდეთ, რომ იმაზე დიდი საქმეების გაკეთება შეგიძლიათ, ვიდრე წარმოიდგენდით.

თევზები

ამ ბოლო დროს ცხოვრება უბრალოდ რთულია. იმდენი უსამართლობისა და ტანჯვის მოწმე ხართ, რომ შეუძლებელი გეჩვენებათ შვების პოვნა. ამ კვირაში თქვენ იმსახურებთ სიმსუბუქის მომენტების პოვნას, ყველაფრის სიმძიმისგან თავის დაღწევას, თუნდაც დროებით. უნდა გაერთოთ, დაძაბული კუნთები დაასვენოთ და დრო მეგობრებთან ერთად გაატაროთ.