დერმატოლოგ-ვენეროლოგ ზაზა თელიას საზოგადოება კარგად იცნობს. მას უამრავი მადლიერი პაციენტი ჰყავს და მათ სასარგებლო რჩევებს არა მხოლოდ ექიმის კაბინეტიდან, არამედ ტელეეკრანებიდანაც ხშირად აძლევს. ამჯერად ცნობილი დერმატოლოგი ასახელებს იმ 13 მავნე ჩვევას, რომლებზეც უარი უნდა ვთქვათ და ყურადღებას მაკიაჟით დაძინებასა და შილაქის პროცედურაზეც ამახვილებს:
- "პრიშიკების" ხელით წვალება
- მაკიაჟით დაძინება
- ცხელი წყლით ბანაობა
- ნუნების მოჭრა, გასწორება (Trimming Cuticles)
- ფრჩხილების მოკვნეტა
- ყოველდღიურად თმის ვარცხნილობის კეთება თმის უთოს გამოყენებით
- სველი თმის დავარცხნა
- შხაპის მიღება 5-10 წუთზე მეტხანს
- გარუჯვა
- გაპარსვა ამოსული თმის საპირისპირო მიმართულებით
- სავარჯიშო ტანსაცმლის მეორედ გამოყენება გარეცხვის გარეშე
- ტუჩების კბენა
- შილაქის კეთება," - წერს ზაზა თელია "ფეისბუქზე".
