ნახეთ, მოდის რომელი ტენდენცია დაბრუნდება 2023 წელს - Marao

ნახეთ, მოდის რომელი ტენდენცია დაბრუნდება 2023 წელს

2023-03-11 13:44:19+04:00


ენ ჰეთევეის ფილმში One Day-ში ბევრი საინტერესო ჩაცმულობა ჰქონდა, მაგრამ მათგან ყველაზე დასამახსოვრებელი მუქი ლურჯი qipao კაბა იყო, რომლითაც მისი პერსონაჟი მეგობრის ქორწილში გამოჩნდა. ტრადიციული ჩინური ჩაცმულობა კინოსა და შოუბიზნესის რეგულარულ მახასიათებელს წარმოადგენს: ენამდე ის ჯენიფერ ენისტონმა მოირგო, მეგობრების ერთ-ერთ ეპიზოდში, ხოლო 1990-იან წლებში წითელ ხალიჩაზე ამ კაბით ათამდე ჰოლივუდის მსახიობი გამოჩნდა.

Qipao არის ტრადიციული ჩინური სამოსი, რომელიც ამჟამად ევროპულ მოდაში მეორე აღორძინებას განიცდის. ერთ-ერთი ვერსიით, ის პირველად ცინგის დინასტიის დროს გამოჩნდა (1644-1912) იმ წლებში qipao-ს ატარებდნენ როგორც მამაკაცები, ასევე ქალები.

Qipao–ს მოდური ერთეულის გამოყენება 1960–იან წლებში დაიწყო. როდესაც ფილმი "ჩინელი ლამაზმანები" გამოვიდა, სადავ მსახიობები ტრადიციული კაბის უფრო თანამედროვე და შემოკლებულ მოდელებში გამოჩნდნენ. მოგვიანებით იგი ჩინელი და ტაივანელი ბორტგამცილებელთა ახალი ფორმა გახდა. სწორედ მათ აქციეს გარდერობის ეს ნაწილი მაღალი კლასის სამოსად.

შემდგომში ამან დასავლელი ვარსკვლავები და დიზაინერები შთააგონა, რომლებმაც დაიწყეს qipao-ს თანამედროვე ტენდენციების ადაპტაცია.

Qipao-ს სრული რეაბილიტაცია მხოლოდ 1980-იან წლებში განხორციელდა. კაბების გამოყენება უფრო ხშირად დაიწყო თეატრალურ წარმოდგენებში და საქორწილო ცერემონიებში.

1990-იანი წლების ბოლოს, მოდაში სხვადასხვა ერის კულტურის ადაპტაცია პოპულარული იყო. ტანსაცმელი ჩინური საყელოთი და ლამაზი ნაქარგებით მოგვიანებით იყიდებოდა როგორც მარტივ სავაჭრო ცენტრებში, ასევე ძვირადღირებულ ბუტიკებში.

იმის გათვალისწინებით, რომ თითქმის ყველაფერი, რასაც 20-30 წლის წინ ვარსკვლავები და მოდური გოგოები ატარებდნენ, დღეს ტენდენციაშია, ტრადიციული ჩინური ჩაცმულობის დაბრუნება მხოლოდ დროის საკითხი იყო. დღეს, ატლასის კაბები და ტოპები დრაკონის ნაქარგებით კვლავ პოპულარულია.