"პირველი ქორწინება მალე დამთავრდა, მეორე - 30 წლის შემდეგ... ნინი ხანდახან ამბობს ხოლმე, რომ ცალკე სურს გადასვლა, მიდის და მერე ისევ უკან ბრუნდება..." - ეკა კახიანი ოჯახისა და პირადი ცხოვრების შესახებ - Marao

"პირველი ქორწინება მალე დამთავრდა, მეორე - 30 წლის შემდეგ... ნინი ხანდახან ამბობს ხოლმე, რომ ცალკე სურს გადასვლა, მიდის და მერე ისევ უკან ბრუნდება..." - ეკა კახიანი ოჯახისა და პირადი ცხოვრების შესახებ

2023-03-07 11:32:09+04:00

ეკა კახიანი ლელა წურწუმიას გადაცემას სტუმრობდა, სადაც საკუთარი ცხოვრებისა და ოჯახის შესახებ ისაუბრა:

„რატომ მოხდა ასე, არ ვიცი, მაგრამ პირველი ქორწინება მალე დამთავრდა. მეორე - 30 წლის შემდეგ. ამის მიზეზი კონფლიქტი არ ყოფილა, უბრალოდ ასე გადავწყვიტეთ. არც ღალატი ყოფილა და არც ნერვების მოშლა. პირველმა განქორწინებამ ძალიან იმოქმედა, მთლიანად აირია ჩემი შინაგანი სამყარო. მყარი ნერვები მაქვს და ჩემი აფეთქება არავის უნახავს. ვერ ნახავენ, რადგან მაქვს უნარი, შევინარჩუნო სიმშვიდე და არ ვაჩვენო სხვას პრობლემები.

მივხვდი, რომ მე თვითონ უნდა გამოვსულიყავი მდგომარეობიდან. დღეს მხოლოდ მშვიდად და კომფორტულად ყოფნა მინდა. ვტკბები ცხოვრებით. იმდენად ძლიერი ზურგი მქონდა მშობლებისგან, რომ არ მეშინოდა არაფრის.

ნინი ხანდახან ამბობს ხოლმე, რომ ცალკე სურს გადასვლა. მიდის და მერე ისევ უკან ბრუნდება. სახლში სრული იდილია მაქვს”, – თქვა ეკა კახიანმა.