გიული ჩოხელი წლების წინ საქართველოში ერთ-ერთი ყველაზე კაშკაშა ვარსკვლავი იყო. ჯაზშემსრულებელი დიდი წარმატებით მოღვაწეობდა და მსმენელს თავი მსოფლიოს არაერთ ქვეყანაში დაამახსოვრა.
ამჯერად მომღერლის სოციალურ გვერდზე ემოციური პოსტი ვრცელდება:
,,მოსკოვში, სადაც ჩემი შვილია დაკრძალული, არ ვყოფილვარ და ვერც ვერასდროს ჩავალ, იმიტომ, რომ ჩემთვის რუსი აღარ არსებობს. მას შემდეგ, რაც ქართველები თვითმფრინავში ჩატენეს, სადაც ძროხებს ტენიდნენ და გამოუშვეს, მას შემდეგ, რაც სოხუმიდან მკვდარი შვილებით ხელში დედები მოდიოდნენ… ამას ვერ ვაპატიებ რუსებს. მე მთიული ქალი ვარ, ამიტომ ეს დამთავრდა. ვერ ჩავედი ჩემი შვილის საფლავზე და ვერც ჩავალ, ჩემი შვილი ჩემთვის ცოცხალია, სიზმარში ყოველთვის ვხედავ მას და ვესაუბრები".