„წესით, აქ ჩემი ფოტო უნდა ყოფილიყო ყვავილებით ხელში, მაგრამ სულ სხვა ფოტოა“ - ნინო გაჩეჩილაძის ემოციური პოსტი - Marao

„წესით, აქ ჩემი ფოტო უნდა ყოფილიყო ყვავილებით ხელში, მაგრამ სულ სხვა ფოტოა“ - ნინო გაჩეჩილაძის ემოციური პოსტი

2023-03-09 09:09:07+04:00


ნინო გაჩეჩილაძე ფართო საზოგადოებამ სერიალ „ჩემი ცოლის დაქალებიდან“ გაიცნო და უკვე წლებია, რაც მის პერსონაჟს, კატოს, არაერთი გულშემატკივარი ჰყავს. მსახიობს ბევრი ოდრი ჰეპბერნს ამსგავსებს და, გარდა სამსახიობო ნიჭისა, მის გარეგნობასაც უსვამს ხაზს. ნინოს გულშემატკივრები განსაკუთრებულ აღფრთოვანებას მის „ინსტაგრამგვერდზე" გამოქვეყნებული ფოტოების ქვეშ გამოხატავენ.

ამჯერად ნინო პარლამენტთან განვითარებულ მოვლენებს ეხმაურება და "ინსტაგრამზე" ვრცელ პოსტს ავრცელებს.

"წესით, აქ ჩემი ფოტო უნდა ყოფილიყო ყვავილებით ხელში, მაგრამ სულ სხვა ფოტოა: იმედია იცანით ევროკავშირის დროშა, რომელიც ბოლო დღეების განმავლობაში განსაკუთრებით აქტუალური გახდა ქართველი ხალხისთვის. დიახ, ჩვენ გვინდა ევროპაში და ძალიან გთხოვთ, ნუ შეგვიშლით ხელს ამის მიღწევაში! დიახ, ქართველ ქალებსაც გვინდა, რომ ჩვენი უფლებებიც ისევე იყოს დაცული, როგორიც ევროპაშია; გვინდა დემოკრატია და აზრის სხვადასხვაობა, გვინდა, ამ განსხვავებული აზრების მიუხედავად, ერთად და მეგობრულად ცხოვრება. დიახ, ევროკავშირი ჩვენი თვითმიზანია!!!"