"ჩემი ქვეყნის და ჩემი შვილების მომავლისთვის ვარ აქ, ევროპული საქართველოსთვის" - სალომე ღვინიაშვილი - Marao

"ჩემი ქვეყნის და ჩემი შვილების მომავლისთვის ვარ აქ, ევროპული საქართველოსთვის" - სალომე ღვინიაშვილი

2023-03-09 09:16:46+04:00


მოდელი და დიზაინერი სალომე ღვინიაშვილი სოციალურ ქსელში დიდი პოპულარობით სარგებლობს. ის ხშირად აქვეყნებს როგორც პირად, ისე მეუღლესთან, ზურა ხიზანიშვილთან ერთად გადაღებულ ფოტოებს და გამომწერების მხრიდან ყოველთვის უამრავ კომპლიმენტს იმსახურებს.

ამჯერად სალომე პარლამენტთან განვითარებულ მოვლენებს ეხმაურება.

"ჩემი ქვეყნის და ჩემი შვილების მომავლისთვის ვარ აქ, ევროპული საქართველოსთვის, "არა" რუსულ კანონს. რუსული კანონის მიღებას არ ვემხრობი, ამ კანონის უკან იგულისხმება ხელისუფლება. არ ვემხრობი ბიძინა ივანიშვილის მიერ შექმნილ კანონს...“ - განაცხადა სალომე ღვინიაშვილმა.

შეგახსენებთ, რომ რუსთაველზე შეკრებილი დემონსტრანტები ე.წ. აგენტების შესახებ კანონპროექტს აპროტესტებენ, რომელიც საქართველოს პარლამენტში პირველი მოსმენით დაამტკიცეს.