გადაწყვეტილება მიღებულია - პრინც ჰარისა და მეგან მარკლის შვილები ოფიციალურად პრინცისა და პრინცესას ტიტულს გამოიყენებენ - Marao

გადაწყვეტილება მიღებულია - პრინც ჰარისა და მეგან მარკლის შვილები ოფიციალურად პრინცისა და პრინცესას ტიტულს გამოიყენებენ

2023-03-09 12:47:16+04:00


ბევრი კამათი იყო იმის შესახებ, გამოიყენებდნენ თუ არა პრინც ჰარის შვილები "პრინცისა" და "პრინცესას" ტიტულებს ჩარლზის გამეფების შემდეგ.

თუმცა დღეს სასექსის სპიკერმა დაადასტურა მათი ქალიშვილის ნათლობა: „შემიძლია დავადასტურო, რომ პრინცესა ლილიბეტ დიანა პარასკევს, 3 მარტს, ლოს-ანჯელესის არქიეპისკოპოსმა, მეუფე ჯონ ტეილორმა მონათლა“, რაც მიუთითებს იმაზე, ჰარის შვილებს სამეფო ტიტულები არ ჩამოართვეს.