ქართველი პოლიტიკოსი, პარლამენტის ყოფილი თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძე საზოგადოებისთვის ცნობილი „ქართული ოცნების“ ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ გახდა. პოლიტიკოსს ჰყავს მეუღლე ქეთევან ბუბუტეიშვილი და ორი შვილი, ელე და ანა-ბეატრის თალაკვაძეები.
საქართველოში ბოლო დროს მიმდინარე მოვლენებს, კერძოდ, ე.წ. უცხოური გავლენის აგენტების კანონის მიღებას, არჩილ თალაკვაძის მეუღლე სოციალურ ქსელში ეხმაურება. ცოტა ხნის წინ მან საპროტესტო აქციის ერთ-ერთი მონაწილის, ახალგაზრდა გოგოს ფოტო დადო და დაწერა, ახალგაზრდები იმსახურებენ დემოკრატიულ ქვეყანაში ცხოვრებას: „ბოდიში, ელე. შენი თაობა იმსახურებს, იცხოვროს დემოკრატიულ ქვეყანაში“ - წერდა ის.
![](/media/images/stories/ketevan-2.jpg)
სოციალურ ქსელში დაწერეს, რომ ფოტოზე გამოსახული გოგონა არჩილ თალაკვაძის ქალიშვილია, თუმცა მოგვიანებით ქეთევან ბუბუტეიშვილმა განმარტება გააკეთა:
„მე და ჩვენი ოჯახი, ჩემი მეუღლის, მისი მეგობრების და ჩვენი ქვეყნის გვერდით ვდგავართ სიყვარულით და ერთგულებით!
შვილებზე შეტევას და ბულინგს მოეშვით, მიუღებელია და სიმდაბლეა. სწორედ ეს არაჯანსაღი რეაქციები იყო საკუთარი შვილისთვის მობოდიშების და შესაბამისი სტატუსის დადების საფუძველი. ისე, რომ იცოდეთ, ჩვენი შვილის ფოტო არ არის, რასაც აზიარებთ! ისიც უნდა გესმოდეთ, რომ ამ შემთხვევაში არ არსებობს ჩემი შვილი და სხვისი შვილი - მშვიდობა, უსაფრთხოება და საუკეთესო მომავალი ყველასთვის გვინდა და აქ რომელიმე მისი თანატოლის გამორჩევა შეუძლებელია!
მჯერა, რომ ქართული ოცნება ასრულდება და საქართველო გახდება ევროპული ოჯახის წევრი და ჩვენი შვილები აგრესიისგან და ზიზღისგან თავისუფალ ქვეყანაში იცხოვრებენ!“ - წერს ის.
![](/media/images/stories/ketevan_4ff3c.jpg)