Beauty Success-ის ახალი სივრცე „სითი მოლში“ სადღესასწაულო განწყობით გაიხსნა - Marao

Beauty Success-ის ახალი სივრცე „სითი მოლში“ სადღესასწაულო განწყობით გაიხსნა

2023-03-10 17:18:07+04:00


გაზაფხულის მოსვლასთან ერთად, განსაკუთრებულად გიჩნდება სურვილი, გაანებივრო საკუთარი თავი და ლამაზად გამოიყურებოდე. ამიტომ, ქალბატონებისთვის სასიამოვნო სიახლეა ახალი კონცეფციის მულტიბრენდული სივრცის - Beauty Success-ის ახალი ფილიალის სავაჭრო ცენტრ „სითი მოლში“ გახსნა.

Beauty Success-ის კიდევ ერთი ახალი სივრცის გახსნამ სტუმრებს ნამდვილი სადღესასწაულო განწყობა 8 მარტს შეუქმნა.

აქ მისულებს ყველაფერი ერთ სივრცეში დაგხვდებათ: Beauty Success-ი მოიცავს ფრანგული პარფიუმერიის, დეკორატიული კოსმეტიკისა და თავის მოვლის საშუალებების მდიდარ და გამორჩეულად საინტერესო სპექტრს, მათ შორის - Lux კლასის ბრენდებსაც.

პარფიუმერულ ბიზნესში ეს სრულიად ახალი კონცეფციის მულტიბრენდული სივრცეა, რომელიც სილამაზის ინსტიტუტთან ერთად, პარფიუმერია-კოსმეტიკის ხაზსაც აერთიანებს. Beauty Success-ის სივრცის გამორჩეული მხარე - სილამაზის ინსტიტუტია. ჭავჭავაძის #60 ა-ში მდებარე ფილიალი მომხმარებელს შესაძლებლობას აძლევს ჩაიტაროს უნიკალური პროცედურები ფრანგული ბრენდების უმაღლესი ხარისხის იმ პროდუქციით, რომლის ფორმულებიც სილამაზისა და ახალგაზრდობის შენარჩუნება-გახანგრძლივებისთვისაა შექმნილი.

„დღეს საზეიმოდ გაიხსნა ჩვენი მეორე ობიექტი, რომელიც უკვე 1 წელია ოპერირებს ქართულ ბაზარზე და წარმოდგენილია როგორც პარფიუმერიის, ასევე დერმო კოსმეტიკის, ტანისა და სახის მოვლის საშუალებებით, და განსაკუთრებულად გამორჩეული ნიშ პარფიუმერიის კუთხით, სადაც არაერთ ცნობილ ნიშპარფიუმერიის ბრენდს აღმოაჩენს ჩვენი მომხმარებელი“- მარიკო თოდრაძე.

Beauty Success-ის გახსნას ბევრი ცნობილი ქალბატონი დაესწრო.

„ძალიან მიხარია, რომ Beauty Success-მა კიდევ ერთი სივრცე შექმნა თბილისში, რადგან აქ ქალბატონებისთვის ყველაფერია, დეკორატიული კოსმეტიკიდან დაწყებული, თავის მოვლის საშუალებებით დამთავრებული: თმის მოვლა, კანის მოვლა, ტანის მოვლა და ა.შ. Beauty Success -მა 8 მარტი კიდევ უფრო გაგვილამაზა ასეთი ლამაზი დახვედრით“ - ეკო ფანგანი.

გაზაფხულის დღესასწაულებთან დაკავშირებით, Beauty Success ერთგულ მომხმარებლებს სთავაზობს 50%-მდე ფასდაკლებას და საჩუქრებს. ასევე, განსაკუთრებულ ოფერებსა და შეთავაზებებს ახალ „სითი მოლის“ ფილიალსა და სილამაზის ინსტიტუტში.

„ძალიან მიხარია, რომ ის ხარისხი, რომელიც აქ არის, ეგ არის ყველა ქალისთვის საოცნებო. კარგია, როცა შენს საყვარელ სურნელს აარჩევ და ის იქნება მთელი დღის განმავლობაში შენთან, ზოგადად, ორიგინალის ოფიციალური წარმომადგენლობა ძალიან მნიშვნელოვანია ჩემთვის, როგორც მომხმარებლისთვის, ყოველთვის მიხარია მათი წარმატება“ - ნანუკა გულუა (მსახიობი, ტელეწამყვანი).

Beauty Success-ი ქართულ ბაზარზე გამორჩეული კონცეპტის მქონე პარფიუმერული ქსელი ერთადერთი ოფიციალურად ფრანგული სივრცეა, რომელიც ქართულ ბაზარზე ოპერირებს.

„ძალიან გვიხარია მომხმარებელს კიდევ ერთი ახალი ფილიალი. რაც მთავარია, ნებისმიერ ბიუჯეტში შეგიძლიათ შეიძინოთ სასურველი საჩუქარი. ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანია ხარისხი და მრავალფეროვნება, რაც ნამდვილად დაგხვდებათ Beauty Success-ში“ - სალომე შარვაძე (მსახიობი, ტელეწამყვანი).

ფრანგული ბრენდის საყოველთაო წარმატების მთელი ფილოსოფია სილამაზისა და ჯანმრთელობის რაფინირებულ ბალანსს გულისხმობს. მსოფლიო პარფიუმერულ ბაზარზე ბრენდის 30-წლიანმა გამოცდილებამ სწორი ღირებულებების ფორმირებაში ორგანულად განსაზღვრა ის, რომ Beauty Success-ის მთავარი და გამჭვირვალე პრინციპია, ყოველდღე ყველა ქალი გაანებივროს.

R