"მრავალწლიანი ჭიდილი წონასთან, ფორმებთან, ზომებთან, დასრულებულად გამომიცხადებია... არასოდეს დანებდეთ" - რას წერს ნანუკა ჟორჟოლიანი - Marao

"მრავალწლიანი ჭიდილი წონასთან, ფორმებთან, ზომებთან, დასრულებულად გამომიცხადებია... არასოდეს დანებდეთ" - რას წერს ნანუკა ჟორჟოლიანი

2023-03-11 14:29:51+04:00

ნანუკა ჟორჟოლიანი სოციალურ ქსელში ფოტოებს აქვეყნებს და წერს, რომ თუკი საკუთარ თავში რაიმეს შეცვლა სურთ, არასდროს უნდა დანებდნენ:

"'მრავალწლიანი ჭიდილი წონასთან, ფორმებთან, ზომებთან, დასრულებულად გამომიცხადებია. ახლა ვარჯიში, ჯანსაღი კვება, ძილი. აღარანაირი ჭიდაობა და ხაზგასმა ამ თემაზე და არასოდეს დანებდეთ, როცა, რაღაც არ მოგწონთ. ცხოვრება დაგიფასებთ ყველა მცდელობას, იყოთ უკეთესი' - წერს ის.