13-19 მარტის სილამაზის კალენდარი ზოდიაქოს ყველა ნიშნისთვის - Marao

13-19 მარტის სილამაზის კალენდარი ზოდიაქოს ყველა ნიშნისთვის

2023-03-13 10:16:06+04:00


13 მარტი, მთვარე მშვილდოსანშია. კანისთვის გამოიყენეთ ორგანულ ცხიმებზე დამზადებული კრემები. მოსაფრთხილებელია ღვიძლი, უარი თქვით ალკოჰოლზე. ჩაცმულობაში მეტად გამოიყენეთ ლურჯი, ძოწისფერი. კარგია პილინგი, კანზე წარმონაქმნების მოშორება, აგრეთვე, ჩაზრდილი ფრჩხილის მკურნალობა. მოერიდეთ თეძოებთან დაკავშირებულ ნებისმიერ პროცედურას, განსაკუთრებით, ლიპოსაქციას.

15 მარტი, მთვარე 16:02-ზე გადავა თხის რქაში. მოიმატებს მკაცრი და კონსერვატიული დამოკიდებულება ყველაფრისადმი. ყველაფერი გეგმის მიხედვით უნდა გაკეთდეს. გაუფრთხილდით კბილებს, ძვლებს. კარგია პილინგი. ცუდია კბილების მკურნალობა, ნებისმიერი ჩარევა ძვლოვან სისტემაში.

17 მარტი, მთვარე 18:22-დან იქნება მერწყულში. მოგინდებათ, ხალხის მასისგან გამორჩეულად გამოიყურებოდეთ; სამოსში ორიგინალურობის გამოკვეთა. ჩაცმულობაში უპირატესობა მიანიჭეთ ელექტრიკ ფერებს, ფერთა უჩვეულო შეხამებას. კარგ შედეგს მოგიტანთ პიგმენტური ლაქების გათეთრება. კარგია სუჯოკ თერაპია, ეპილაცია, პილინგი, იმიჯთან დაკავშირებული ექსპერიმენტები. ცუდია პლასტიკური ოპერაციები, აპარატული კოსმეტოლოგია.

19 მარტი, მთვარე 19:-12-ზე გადაბრძანდება თევზებში. მოგინდებათ დასვენება, სულიერი კომფორტის შეგრძნება, მედიტაცია. კარგია ორთქლის აბაზანა სახის კანისთვის, წყალმცენარეების კოსმეტიკის გამოყენება, აუზისა და აბანოს პროცედურები. ცუდია ნებისმიერი მანიპულაცია ტერფებზე. მომატებულია ალერგიულობა და მგრძნობიარობა არომატებისადმი.