მომღერალი ნათია თოდუა გასული წლის შემოდგომაზე დაოჯახდა. მისი რჩეული დავით ზურაბაშვილია. წყვილმა ჯვარი ბოდბეში დაიწერა, წვეულება კი "შატო ბუერაში" გამართა. საღამოს არაერთი ცნობილი სახე, მათ შორის, პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილიც ესწრებოდა.
ცოტა ხნის წინ კი მომღერალს პირველი შვილი, ჰუგო შეეძინა. ბავშვი ბერლინში დაიბადა. "კეთილი იყოს შენი მობრძანება, ჰუგო" - დაწერა სოციალურ ქსელში ნათიას მეუღლემ.
ამჯერად მომღერალი შვილთან და მეუღლესთან ერთად გადაღებულ ფოტოებს აქვეყნებს: "ყოველთვის ვიცოდი, რომ 27-ე დაბადების დღე ჩემთვის განსაკუთრებული იქნებოდა. და აი, ჩვენ მივესალმებით ჩვენს პატარა ბიჭს, ჰუგოს. შენ ხარ ჩემი დაბადების დღის საუკეთესო საჩუქარი" - წერს ნათია.