თაკო ჩხეიძე ქართველი მოდელი და დიზაინერია, რომელიც ასპარეზზე რამდენიმე წლის წინ გამოჩნდა და ხალხის გული უმალვე მოიგო. თაკო განსაკუთრებით აქტიური „ინსტაგრამის“ ანგარიშზეა, სადაც მოგზაურობის ულამაზეს კადრებს თუ თავის მოვლის საშუალებებს ხშირად გვიზიარებს.
ყოველთვის განსაკუთრებულ მოწონებას იმსახურებს თაკო ჩხეიძის სტილი, რომელიც სისადავითა და მინიმალიზმით ხასიათდება. თაკო უპირატესობას სადა ქსოვილებსა და ნაკლებად მკვეთრ ფერებს ანიჭებს. მისი სამოსი კი ყოველთვის სტილსა და გემოვნებას უსვამს ხაზს.
ამჯერად თაკო ინდოეთში იმყოფება და გამომწერებს მოგზაურობის დეტალებს "ინსტაგრამზე" უზიარებს.