„მე დიდი ხანია, ჩემი ჯენ ზი შვილი თავის ჭკუაზე მატარებს, როგორც უნდა…“ - რას წერს სტეფანე მღებრიშვილი - Marao

„მე დიდი ხანია, ჩემი ჯენ ზი შვილი თავის ჭკუაზე მატარებს, როგორც უნდა…“ - რას წერს სტეფანე მღებრიშვილი

2023-03-13 17:11:04+04:00

სტეფანე მღებრიშვილი სოციალურ ქსელში საკუთარი შვილისა და თაობა ზი-ს, ანუ Gen Z-ის შესახებ წერს:

„მე დიდი ხანია, ჩემი ჯენ ზი შვილი თავის ჭკუაზე მატარებს, როგორც უნდა… მივხვდი, რომ ყველაფრის აზრზე არიან და, ძირითადად, მართლები“ - წერს მუსიკოსი.

თაობა ზი-ს შესახებ სოციალურ ქსელში განსაკუთრებით ბევრს ჩვენს ქვეყანაში ბოლო დროს განვითარებული მოვლენების შემდეგ საუბრობენ. ე.წ. უცხოური გავლენის აგენტების კანონი მიღებას თბილისში, პარლამენტის წინ, ფართომასშტაბიანი აქციები მოჰყვა. პროტესტის მონაწილეები კი, ძირითადად, ახალგაზრდები, სწორედ თაობა ზი-ს წარმომადგენლები იყვნენ. Gen z-ის თაობად ის ახალგაზრდები მოიაზრებიან, რომლებიც 1996-2012 წლების შუალედში არიან დაბადებული.

Gen Z-ის პროტესტმა შედეგი გამოიღო და ე.წ. უცხოური გავლენის აგენტების კანონი მეორე მოსმენით ჩავარდა, მისი კვლავ დღის წესრიგში დაყენება კი აღარ იგეგმება. ამ ფაქტის შემდეგ კი სულ უფრო მეტი ადამიანი წერს და საუბრობს ამ თაობის შესახებ.