კოკო შანელი ერთ-ერთი ყველაზე ძლიერი ქალია მოდის სამყაროში. გაბრიელ ბონეურ შანელი 1883 წელს საუმურში, საფრანგეთში დაიბადა. მან მოახერხა საკუთარი იმპერიის შექმნა კაცების მიერ მართულ სამყაროში. ის მათი თანასწორი და ზოგჯერ მათზე უკეთესიც კი იყო. წარმოგიდგენთ 15 საინტერესო ფაქტს კოკო შანელის შესახებ!
1. თავიდან კაბარეს მომღერალი იყო
ცოტამ თუ იცის, რომ სანამ ცნობილი დიზაინერი გახდებოდა შანელი საარსებო ფულს კაბარეში მონაწილეობით შოულობდა.
2. კოკო
გაბრიელ შანელმა სახელი "კოკო" კაბარეში სიმღერის წლებში შეიძინა. როდესაც იგი გაიგივდა ორ პოპულარულ სიმღერასთან "Ko Ko Ri Ko" და "Qui qu'a vu Coco". მოგვიანებით თვითონ ამბობდა, რომ ეს ზედმეტსახელი მამამ შეარქვა.
3. ქალებისთვის პირველი შარვალი შექმნა
კოკო შანელმა აღაშფოთა მოდის სამყარო, როდესაც ვენეციაში შარვლით გამოჩნდა, ამბობდა, რომ ცხენზე კაბით ჯირითი საკმაოდ მოუხერხებელი იყო. არასდროს ეშინოდა რისკების და ამიტომაც, მოდის ინდუსტრიაში ნამდვილი გადატრიალება მოახდინა.
4. მან გამოუშვა პირველი დიზაინერის სუნამო
კოკო შანელმა შექმნა ყველაზე ცნობილი სუნამო, Chanel No 5. სუნამო გაყიდვაში 1921 წელს გამოვიდა და ისტორიაში თავისი ადგილი დაიმკვიდრა, როდესაც მერლინ მონროს ჰკითხეს, რა ეცვა საწოლში და მან უპასუხა: "შანელი No5-ის მხოლოდ რამდენიმე წვეთი.“
„სუნამო უხილავი, მაგრამ ქალისთვის ყველაზე მნიშვნელოვანი აქსესუარია“ - ამბობდა დიზაინერი.
5. ის ბავშვთა სახლში გაიზარდა
როდესაც შანელი 12 წლის იყო, დედა ბრონქიტით გარდაიცვალა. მამამ მისი ორი ძმა ფერმაში სამუშაოდ გაგზავნა კოკო კი თავის სამ დასთან ერთად, აუბაზინის მონასტერში მიატოვა.
6. მან მოდის სამყაროში ქუდების დიზაინით შეაბიჯა
კოკო შანელმა კერვის ხელოვნება ბავშვთა სახლში ისწავლა. 1910 წელს ლიცენზირებული დიზაინერი გახდა და და პარიზში პატარა ბუტიკი, სახელად Chanel Modes გახსნა.
7. ის სასტუმროში ცხოვრობდა 30 წელზე მეტი ხნის განმავლობაში
სიცოცხლის ბოლო წლებში კოკო შანელი მარტოხელა ცხოვრებით ცხოვრობდა, პარიზში, სასტუმრო Ritz-ში, სადაც 1971 წელს, 87 წლის ასაკში გარდაიცვალა.
8. კოკო შანელმა ქალის კოსტიუმი გამოიგონა
შანელმა რევოლუცია მოახდინა ქალთა მოდაში, როდესაც გაათავისუფლა ისინი „კაბებისგან, რომლებშიც მოძრაობა შეუძლებელია“. შანელის ცნობილ კოსტიუმის შექმნის შთაგონების წყარო სამხედრო ფორმები იყო.
9. მწარე ხასიათი ჰქონდა
კოკო შანელი არასოდეს უშვებდა ხელიდან შესაძლებლობას გაეკრიტიკებინა თავისი თანამედროვეები: მან კრისტიან დიორი დაადანაშაულა ქალების უგემოვნოდ ჩაცმაში და თქვა, რომ აღფრთოვანებულია Balenciaga-ს დიზაინით, მაგრამ ეჭვქვეშ აყენებს მის ჭრის უნარს.
10. ლომი
ოდესმე დაფიქრებულხართ, რატომ არის ლომი ასე წარმოდგენილი შანელის სამკაულებში? კოკო შანელის ზოდიაქოს ნიშანი სწორედ ლომი იყო. „მე ლომი ვარ, და მის მსგავსად, თავის დასაცავად ყოველთვის ჩემს კლანჭებს ვიყენებ.“
11. შავი მისი საყვარელი ფერი იყო
მიუხედავად იმისა, რომ შანელისთვის თეთრი, კრემისფერი, ოქროსფერი და წითელი სიმბოლურია, დიზაინერის საყვარელი ფერი მაინც შავი იყო. მას სჯეროდა, რომ არაფერი იყო უფრო ელეგანტური, ვიდრე პატარა შავი კაბა.
12. ნაცისტებთან თანამშრომლობა
საფრანგეთის საიდუმლო სამსახურების გასაიდუმლოებულმა დოკუმენტებმა გამოავლინა, რომ კოკო შანელი რეგისტრირებული იყო Abwher-ის (ჯაშუშური გერმანული ჯგუფის) წევრად. მან ომის უმეტესი ნაწილი პარიზში, სასტუმრო რიცში, ნაცისტ გენერალურ ოფიცრებთან, აგენტებთან და ჯაშუშებთან ახლო ურთიერთობაში გაატარა. ომის დამთავრების შემდეგ კი ევროპის დატოვება მოუწია.
13.ამერიკა
წლების შემდეგ ისევ საფრანგეთში დაბრუნდა. 1954 წლის 5 თებერვალს შანელის მოდის ჩვენება გაიმართა. ფრანგული პრესა დასცინოდა მის დიზაინს და ასაკს. თუმცა, კოკო შანელმა დიდება ამერიკაში იპოვა. Life, ყველაზე პოპულარული ჟურნალი ამერიკაში, წერდა: "71 წლის ასაკში გაბრიელ შანელს მოაქვს მეტი სტილი და რევოლუცია!"
14. დაკრძალვა
შანელის დაკრძალვაზე პირველი ადგილები მისმა მოდელებმა დაიკავეს. კუბო დაფარული იყო თეთრი ყვავილებით. დიზაინერი დაკრძალულია ლოზანაში, შვეიცარია. მისი საფლავის ქვა თვითონვე დააპროექტა და მასზე გამოსახულია ემბლემური ლომი.