ასაკთან დაკავშირებული ცვლილებები ჰოლივუდის ვარსკვლავებისთვის მთავარი გამოწვევაა და საკმაოდ ძვირიც. მაგრამ ხანდახან ფულიც არ იცავს იმ გამოუსწორებელი შედეგისგან, რომელიც შეიძლება კოსმეტოლოგის შეცდომას მოჰყვეს.
ცოტა ხნის წინ შვილიშვილის დაბადების დღის წვეულებაზე 69 წლის ამერიკელი მსახიობი, მოდელი და 1980-1990-იანი წლების სექსსიმბოლო კიმ ბესინჯერი გამოჩნდა. მრავალი წლის განმავლობაში იგი სილამაზის სტანდარტად ითვლებოდა, თუმცა დღეს კოსმეტოლოგიურმა ჩარევებმა მსახიობს თავისი კვალი დაუტოვა. ფანები მას მიკი რურკისაც კი ადარებდნენ.
და ეს ყველაფერი "გაყინული" სახის გამომეტყველების გამო. მაღალი ყვრიმალები, არაბუნებრივი, ჩავარდნილი ლოყები, ეს ყველაფერი ბუნებრივი დაბერების შედეგი არ არის. იგივე პრობლემის წინაშე აღმოჩნდა ჰოლივუდის კიდევ ერთი ლამაზმანი დემი მური. ანალოგიური პრობლემის წინაშე დადგა 90-იანი წლების სუპერმოდელი კარლა ბრუნი.
პლასტიკურ ქირურგებს ამასთან დაკავშირებით საკუთარი აზრი აქვთ:
„ასაკთან ერთად ნებისმიერ ადამიანში იწყება სახის ქვედა მესამედის ფტოზი. დემი მური, კიმ ბესინჯერი, კარლა ბრუნი აღარ არიან ახალგაზრდა ქალბატონები. ამიტომ კანის ფლაპის დაბერება სრულიად ბუნებრივი პროცესია. სახე თანდათან დაბლა იწევს და მის შენარჩუნებას ყველანაირად ცდილობენ. უმარტივესი გზაა მოცულობის დამატება. შემდეგ კი ჰიალურონის მჟავაზე დაფუძნებული შემავსებლები ემატება ზიგომატურ ზონას."
"ფილერი სახეს მოცულობას მატებს, ჰიალურონის მჟავის სიჭარბის გამო იქმნება ქსოვილის ფიბროზი. ლოყები გამოიყურება არაბუნებრივად შეშუპებული.
მაღალი ლოყები ლამაზია ახალგაზრდა სახეებზე, მაგრამ ასაკთან ერთად ცხიმის ფენა თხელდება“, – ამბობს ქირურგი.
ჩაძირული ლოყები შეიძლება აიხსნას სხვა მანიპულაციითაც - ბიშექტომია. ექიმები გვპირდებიან ასეთი პროცედურის შემდეგ ლოყების მოცულობის შემცირებას, გამოკვეთას და სახის მკაფიო ოვალს. მაგრამ ბიშექტომიის ერთ-ერთი უარყოფითი მხარე ისაა, რომ ქალს ასაკს მატებს.