ადამიანის ჟესტები უმეტეს შემთხვევაში უნებლიეა და მათი მნიშვნელობა არაცნობიერად იკითხება. სხეულის ენის ცოდნით შეგიძლიათ როგორც თანამოსაუბრის გაშიფრვა, ასევე საუბარში ჟესტების მიზანმიმართულად გამოყენება, რათა სასურველი შთაბეჭდილება მოახდინოთ მსმენელზე.
სხეულის ენა არასოდეს იტყუება. ის გვაძლევს საშუალებას გამოვიცნოთ, რას გრძნობენ ჩვენ ირგვლივ ადამიანები და როგორია მათი დამოკიდებულება საუბრის თემასთან.
1. როცა ხშირად ეხებით თმას...

თუ საუბრის დროს ხშირად ეხებით ან ისწორებთ თმას, ამით თქვენს სიმპათიას გამოხატავთ მოსაუბრის მიმართ. ეს ჟესტი იმაზე მიანიშნებს, რომ ძლიერი შთაბეჭდილების ქვეშ ხართ, გაინტერესებთ ამ ადამიანის საუბარი, მისი აზრები და შეხედულებები და პიროვნულადაც მოგწონთ.
2. როცა აჯვარედინებთ ხელებს...

როცა ასე აკეთებთ, არაცნობიერად მოსაუბრისგან საფრთხეს გრძნობთ. არ არის აუცილებელი, ის ფიზიკური იყოს. თქვენი აზრი შეიძლება მკვეთრად განსხვავდებოდეს მისი პოზიციისგან. ამ ჟესტით თქვენ ემზადებით პასუხის გასაცემად ან თავის დასაცავად. ასევე, იგივე ჟესტი ახასიათებთ ადამიანებს, რომლებიც მათთვის უცნობ გარემოში აღმოჩნდნენ და თავს დაუცველად გრძნობენ. თუ თანამოსაუბრემ ხელები მკერდთან გადააჯვარედინა, ჯობს შეცვალოთ საუბრის თემა და ტონი.
3. როცა წარბებს ზევით სწევთ ორჯერ...

როცა წარბებს ორჯერ სწევთ მაღლა, ეს იმის ნიშანია, რომ მეგობარს „მაკდონალდსში“ ეპატიჟებით. ჟესტების ენას ახალი ჟესტი - წარბების ორჯერ აწევა დაემატა. ამიერიდან ეს წარბების აწევა მხოლოდ „მაკდონალდსის“ გემრიელობების ჭამასთან უნდა დააკავშიროთ! თუ ქალაქის ქუჩებში წარბებით მოთამაშე ადამიანებს დაინახავთ, არ გაგიკვირდეთ - მათ უკვე იციან „მაკდონალდსის“ ახალი მხიარული კამპანიის შესახებ, რომელმაც მთელი საქართველო მოიცვა. ყველაფერი ძალიან მარტივია: - გინდა "მაკი"? - წარბები ასწიე!
4. როცა გულწრფელად იღიმით...

გულწრფელი ღიმილი ყოველთვის სიმეტრიულია, ტუჩების კუთხეები ერთნაირად აწეულია და თვალების კუთხეებში ნაოჭები წარმოიქმნება. თუ ამავდროულად კბილებიც ჩანს, ეს მოსაუბრის მიმართ ნდობის და სიმპათიის ნიშანია. როცა ადამიანი გულწრფელად იღიმის, თავს კომფორტულად და მოდუნებულად გრძნობს.
5. როცა მოსაუბრე ხშირად გიქნევთ თავს და ყველა მოსაზრებაზე სწრაფად გეთანხმებათ...

დარწმუნებული იყავით, რომ მას ერთი სული აქვს, როდის დასრულდება დიალოგი. ამიტომ, გულს ნუ გაიტეხთ იმის გამო, რომ ვიღაცისთვის უინტერესო მოსაუბრე აღმოჩნდით. ყველას გემოვნებას ვერ მოერგებით, ამიტომ ხასიათს ნუ გაიფუჭებთ, უბრალოდ გადახედეთ მეგობარს და მესამე ჟესტი გაიმეორეთ.
#გინდამაკი? #წარბებიაწიე!