სალომე შარვაძეს ქართველი მაყურებელი წლებია იცნობს, რადგან არაერთ წარმატებულ ტელესერიალში თამაშობდა. თუმცა განსაკუთრებული პოპულარობა „ჩემი ცოლის დაქალებში“ შესრულებულმა ქეთის როლმა მოუტანა.
სალომე რეალურ ცხოვრებაში დაქორწინებულია, მისი მეუღლე ბიზნესმენი მამუკა არველაძეა. წყვილს ერთი ქალიშვილი, მართა არველაძე ჰყავს. ამჯერად სალომე ოჯახთან და მეგობრებთან ერთად ეგვიპტეში ისვენებს და გამომწერებს მოგზაურობის ფოტოებს უზიარებს.