"ჩემი გამზრდელი დედის საფლავის ფოტოც კი გამოაქვეყნა... არ ენდობა ამერიკის ლაბორატორიას" - ემიგრანტი ქალი ამტკიცებს, რომ თამუნა მუსერიძის დედაა: რას ჰყვება ყოფილი წამყვანი? - Marao

"ჩემი გამზრდელი დედის საფლავის ფოტოც კი გამოაქვეყნა... არ ენდობა ამერიკის ლაბორატორიას" - ემიგრანტი ქალი ამტკიცებს, რომ თამუნა მუსერიძის დედაა: რას ჰყვება ყოფილი წამყვანი?

2023-03-15 11:36:04+04:00


უკვე რამდენიმე წელია, რაც თამუნა მუსერიძე ბიოლოგიურ მშობლებს ეძებს. ინფორმაცია, რომ ნაშვილები იყო, ჟურნალისტმა გამზრდელი დედის გარდაცვალების შემდეგ შეიტყო. ამ რთულ გზაზე თამუნამ ჯგუფი სოციალურ ქსელში „ვეძებ“ შექმნა, სადაც სხვა გაშვილებულებსაც ეხმარება ბიოლოგიური მშობლების პოვნაში.

ძიება გრძელდება და ამ ეტაპზე თამუნამ მხოლოდ ბიოლოგიური ბაბუა იპოვა, რომელიც ახალგაზრდა ასაკში გარდაიცვალა, მისი შვილები კი გენეტიკური ტესტის გაკეთების შემდეგ თამუნასთვის მხოლოდ ბიძები და დეიდები აღმოჩნდნენ...

ბიოლოგიური მშობლების ძებნას აგრძელებს, თუმცა ამ წლების მანძილზე არაერთი ადამიანი აღმოჩნდა მის ცხოვრებაში, რომლებიც არწმუნებდნენ, რომ დედის პოვნაში დაეხმარებოდნენ.

ქალბატონი კი, რომლის შესახებაც ჟურნალისტი ინტერვიუში გვიყვება, საბერძნეთში ცხოვრობს, ემიგრანტია. მეუღლე გარდაცვლილი ჰყავს და მისი სამი შვილი საქართველოში ცხოვრობს. პირველად ორი წლის წინ დაუკავშირდა და უთხრა, რომ დედამისი იყო, მაგრამ გენეტიკურმა ანალიზმა ნათესაური კავშირი არ დაადასტურა.

ამის მიუხედავად, ქალს არ სჯერა ტესტის ნამდვილობის, სოციალურ ქსელში აქვეყნებს თამუნას შვილების ფოტოებს, მოიხსენიებს მათ შვილიშვილებად და ჟურნალისტის თქმით, მისი გამზრდელი დედის საფლავის ფოტოც კი გამოაქვეყნა, რაც სეროზული სტრესში ამყოფებს თამუნას...

წაიკითხეთ სრულად