„ჩემთვის ეს დიდი დარდია, მაგრამ ამასაც ოპტიმიზმით ვუყურებ“ - მერაბ სეფაშვილი მეუღლისა და ოჯახის შესახებ - Marao

„ჩემთვის ეს დიდი დარდია, მაგრამ ამასაც ოპტიმიზმით ვუყურებ“ - მერაბ სეფაშვილი მეუღლისა და ოჯახის შესახებ

2023-03-15 15:25:23+04:00

მერაბ სეფაშვილს საზოგადოება უკვე წლებია იცნობს. ის ცნობილი მუსიკოსების, ედუარდ სეფაშვილისა და ჯულიეტა მურადელის შვილია და თავადაც წარმატებული მუსიკოსია. მერაბი უკვე ბაბუაა, მისი დიდი ოჯახი კი მისი ცხოვრების განუყოფელი ნაწილია.

მერაბ სეფაშვილი დაქორწინებულია ნინო ჯურხაძეზე: "მერაბს ძალიან ვუყვარვართ მეც და თავისი შვილებიც, ოჯახი საერთოდ. შეიძლება ხმამაღალი ნათქვამია, მაგრამ მას ჩვენ გარეშე არ შეუძლია. არც ქალებში დადის. გვყავს შვილები და ისინი ჩვენი სიცოცხლე არიან – ნიკუშა და სანდრო. ძალიან მოსიყვარულე ბავშვები გვყავს. ისინი ჩემთან უფრო ახლოს არიან, არა იმიტომ, რომ დედა უფრო უყვართ, მერაბი სულ წასულია", – უყვებოდა ,,სარკეს” რამდენიმე წლის წინ ნინო ჯურხაძე.

როგორც ცნობილია, მერაბ სეფაშვილის მეუღლე ორი წლის წინ იშემიური ინსულტის დიაგნოზით საავადმყოფოში მოათავსეს. ამჯერად მისი მდგომარეობის შესახებ მომღერალმა ჟურნალ „სარკესთან“ ისაუბრა:

„უკეთესობა არის. ნინოს, თავდაპირველად, ძალიან რთული მდგომარეობა ჰქონდა. ღვთის წყალობით, ნაბიჯ-ნაბიჯ მიიწევს წინ. ამას მარტო ექიმების დასკვნით არ ვამბობ, გაუმჯობესება თვალნათლივ ეტყობა. იმედი მაქვს, მალე ყველაფერი კარგად იქნება. ჩემთვის ეს დიდი დარდია, მაგრამ ამასაც ოპტიმიზმით ვუყურებ“, - ამბობს მერაბ სეფაშვილი.