2017 წელს ჰუბერტ დე ჟივანშიმ კალეს მოდის მუზეუმში პერსონალური და, როგორც მოგვიანებით გაირკვა, საბოლოო გამოფენა გახსნა. დიზაინერმა უარი განაცხადა მის შექმნილ კაბებზე ესაუბრა, სამაგიეროდ მთელი საღამო იმ ქალზე ლაპარაკში გაატარა, რომელიც მისი მოდის სახლის მთავარ სიმბოლოდ იქცა.
„ჰოლივუდიდან დამირეკეს და მითხრეს, რომ ახალი ფილმის „საბრინას“ კოსტიუმების შესარჩევად მსახიობი, გვარად ჰეპბერნი მოვიდოდა, რა თქმა უნდა, კეტრინის ნახვას ველოდი, რომელიც იმ დროს ბევრად უფრო ცნობილი იყო, ამიტომ ძალიან გამიკვირდა, როცა სტუდიაში გამხდარი, დიდთვალება, შავგვრემანი ვიწრო შარვალსა და თეთრ მაისურში გამოწყობილი ახალგაზრდა გოგონა შემოვიდა.“ ასე დაიწყო ხანგრძლივი მეგობრობა, რომელმაც ოდრი მოდის ხატად აქცია და ჟივანში მიუწვდომელი სიმაღლეების კვარცხლბეკამდე აიყვანა. „მე მას არა კოსტიუმების დიზაინერად, არამედ ჩემს პირად თერაპევტად მივიჩნევ“ - ამბობდა ოდრი - "როცა მის მიერ შექმნილ კაბას ვიცვამ, თავს ყოველთვის უკეთ ვგრძნობ. თუმცა მის რჩევებსაც ცხოვრების შესახებ დიდი მადლიერებით ვიღებ.“
ოდრიმ თავის საყვარელ დიზაინერთან ერთად შვიდ ფილმზე იმუშავა: საბრინას კოსტიუმიდან ლეგენდარულ შავ კაბამდე. გარდა ამისა, დიზაინერმა 1954 წელს შექმნა კაბა, რომელიც ოდრის ოსკარის დაჯილდოებაზე ეცვა., მისი დიზაინით შეიქმნა თეთრი კაბაც, რომელიც ოდრის ანდრეა დოტიზე ქორწინების დღეს ეცვა, გამოუშვა სუნამო " სახე", რომლის მუზადაც ოდრის ასახელებდა. "მხოლოდ მის კაბებში ვგრძნობ თავს ბედნიერად", - ამბობდა ჰეპბერნი და ჟივანში ამტკიცებდა, რომ "მსოფლიოში არ არსებობს ისეთი ჯადოქარი, როგორც ოდრი. მას შეუძლია სამყარო ერთი თავის მობრუნებით შეცვალოს, როგორც ეკრანზე, ასევე ცხოვრებაში“.