„როცა საუზმეზე ჰოლივუდის ვარსკვლავს ხვდები“ - შორენა ბეგაშვილი ლუკ ევასთან ერთად გადაღებულ ფოტოებს აქვეყნებს - Marao

„როცა საუზმეზე ჰოლივუდის ვარსკვლავს ხვდები“ - შორენა ბეგაშვილი ლუკ ევასთან ერთად გადაღებულ ფოტოებს აქვეყნებს

2023-03-16 11:17:01+04:00


შორენა ბეგაშვილი სოციალურ ქსელში განსაკუთრებული აქტიურობით გამოირჩევა. ის გამომწერებს ხშირად უზიარებს პირად ფოტოებსა და სასარგებლო რჩევებს თავის მოვლასთან დაკავშირებით.

„როცა საუზმეზე ჰოლივუდის ვარსკვლავს ხვდები“ - წერს შორენა ინსტაგრამზე.

ამჯერად შორენა ბეგაშვილი რომში იმყოფება, საიდანაც ჰოლივუდის ცნობილ მსახიობთან, ლუკ ევანსთან გადაღებულ ფოტოებს აქვეყნებს. ლუკ ევანსი მსოფლიოსთვის ცნობილი „ჰობიტში“ „დრაკულასა“ და „სამ მუშკეტერში“ შესრულებულ როლებით გახდა.