ბედნიერი დედის დღე - მსახიობი ლელა მებურიშვილი შვილებთან ერთად გადაღებულ ფოტოს აქვეყნებს - Marao

ბედნიერი დედის დღე - მსახიობი ლელა მებურიშვილი შვილებთან ერთად გადაღებულ ფოტოს აქვეყნებს

2023-03-20 10:27:42+04:00


ლელა მებურიშვილი ბევრისთვის საყვარელი მსახიობი და ტელეწამყვანია. ლელას სხვადასხვა დროს მონაწილეობა არაერთ ტელესერიალსა და სპექტაკლში აქვს მიღებული. მსახიობმა 2013 წელს ბაჩო საგანელიძეზე იქორწინა და მათ დღეს ორი შვილი, ლილიკო და ალექსანდრე ჰყავთ.

ლელა მებურიშვილი ცოტა ხნის წინ საცხოვრებლად ლონდონში გადავიდა. როგორც თავად არაერთ ინტერვიუში აღნიშნა, ახალ გარემოს მარტივად შეეგუა, თუმცა საქართველოს მაინც ხშირად სტუმრობს.

ამჯერად ლელა "ინსტაგრამზე" შვილებთან ერთად გადაღებულ ფოტოებს აქვეყნებს და გამომწერებისგან ბევრ დადებით კომენტარს იმსახურეს.