დღეს ვარსკვლავები სტრიებისა და ზედმეტი კილოგრამების დამალვაზე უარს ამბობენ. მაგრამ ჯერ კიდევ 50-იან წლებში, ჰოლივუდის ვარსკვლავებს არ ჰქონდათ უფლება მცირედი ფიზიკური ნაკლთაც კი გამოჩენილიყვნენ ეკრანებზე. მონროს, როგორც ნებისმიერ ადამიანს, ჰქონდა ნაკლოვანებები, მაგრამ მსახიობი მათ დამალვას ოსტატურად ახერხებდა.
ნაიარევი მუცელზე
მერილინი არაერთხელ გამოჩენილა ეკრანზე შიშველი ან ღია საცურაო კოსტიუმებში, მაგრამ ცოტამ თუ იცოდა, რომ მსახიობს მუცელზე გრძელი ნაწიბურის დამალვა უწევდა, რომელიც კანზე ნაღვლის ბუშტის ამოღების ოპერაციის შემდეგ დარჩა. მერილინის ბოლო ფოტოსესია, გარდაცვალებამდე ცოტა ხნით ადრე, მოაწყო ფოტოგრაფმა ბერტ სტერნმა - ვარსკვლავის თხოვნით, მან დაამუშავა სურათები და ამოიღო ნაწიბური, მაგრამ მოგვიანებით გაყიდა ორიგინალური ფოტოები, რომელშიც მონროს ნაიარევი საკმაოდ შესამჩნევია.
მსუბუქი სტრაბიზმი
კარიერის დასაწყისში ამ პრობლემამ მერილინს ხელი შეუშალა სინჯების გავლაში. რეჟისორები ლამაზ მსახიობს სიელმის გამო გადაღებებზე უარს ეუბნებოდნენ. დროთა განმავლობაში მერილინმა ისწავლა კომპეტენტური მაკიაჟით ამ დეფექტის დამალვა.
ნიკაპი
ახალგაზრდობიდანვე მონრო ოცნებობდა სახეზე უფრო მკაფიო ფორმის მიცემაზე და განსაკუთრებით არ აკმაყოფილებდა ნიკაპი. ფილმების გადაღებამდე, მონრომ სერიოზული ნაბიჯი გადადგა: მიმართა პლასტიკურ ქირურგს და ნიკაპს უფრო გამოკვეთილი ფორმა მისცა. მსახიობს ზღვის ღრუბლის იმპლანტი ჰქონდა. 1950-იანი წლებისთვის ასეთი ოპერაცია იშვიათი და სარისკო გადაწყვეტილება იყო და მას მერლინსთვის უსიამოვნო შედეგები მოჰყვა: იმპლანტმა დაიწყო ნგრევა და მას კვლავ მოუწია სამედიცინო დახმარების ძებნა.
მეტყველების პრობლემა
მსახიობისთვის მეტყველების აშლილობა შეიძლება სერიოზული შემაფერხებელი გახდეს მის კარიერაში, მაგრამ აქაც მერილინმა იპოვა გზა ამ დეფექტის თავიდან ასაცილებლად. მან კამერის წინ ტექსტის გამოთქმა ხმამაღლა დაიწყო და სიტყვების ოდნავ გაჭიმვა - მსგავსი საუბარი შემდგომში მონროს ჰოლივუდურ იმიჯს შესანიშნავად მოერგო.