ხვიჩა კვარაცხელია შეყვარებულთან ერთად მილანში - ნიცა თავაძე ახალ ფოტოს აქვეყნებს - Marao

ხვიჩა კვარაცხელია შეყვარებულთან ერთად მილანში - ნიცა თავაძე ახალ ფოტოს აქვეყნებს

2023-03-21 10:04:53+04:00


როგორც წესი, ხვიჩას რჩეული სოციალურ ქსელში არ აქტიურობს და განათლების მიღებაზეა კონცენტრირებული, თუმცა ხშირად ნეაპოლში, დიეგო არმანდო მარადონას სახელობის მოედანზე ვხედავთ. "კვარას" შეყვარებული იტალიაში საუნივერსიტეტო ვალდებულებების გამო არ გაჰყვა. ნიცა სამედიცინო უნივერსიტეტის სტუდენტია.

ამჯერად ნიცა სოციალურ ქსელში ერთობლივ ფოტოს ავრცელებს. როგორც ფოტოდან ვიგებთ, წყვილი კაფეში იმყოფება.

შეგახსენებთ, რომ ხვიჩა კვარაცხელიამ იტალიის ჩემპიონატის გასვლით მატჩში „ტორინოსთან“ გაიტანა და საგოლე გადაცემა შეასრულა, ხოლო „ნაპოლიმ“ მეტოქე 4:0 დაამარცხა და ჩემპიონობას კიდევ უფრო მიუახლოვდა.