„ორი მაგნოლია ერთ ფოტოში” - ვინ არის ქუთაისელი ქალი გამორჩეული და ელეგანტური სტილით - Marao

„ორი მაგნოლია ერთ ფოტოში” - ვინ არის ქუთაისელი ქალი გამორჩეული და ელეგანტური სტილით

2023-03-22 11:40:58+04:00

„ერთ საოცარ ადამიანს გადავეყარე ქუთაისის ქუჩებში - "ორი მაგნოლია ერთ ფოტოში” - ამ სათაურით აქვეყნებს ფოტოგრაფი Dantesi Photography საკუთარ გვერდზე კადრებს. ფოტოებზე, როგორც აღმოჩნდა, ქუთაისის კოლორიტი თამარაა აღბეჭდილი, რომელმაც განსაკუთრებული, ფერადი სტილითა და დადებითი განწყობით სოციალურ ქსელში უამრავი ადამიანის გული მოიგო.

ქუჩის ფოტოგრაფები სოციალური ქსელისა თუ სხვადასხვა პლატფორმის საშუალებით ხშირად გვაცნობენ ჩვენთვის უცნობ, გამორჩეულ და საინტერესო ადამიანებს. ქუთაისელი თამარაც სწორედ ერთ-ერთია „შესანიშნავი ქალბატონი“, „შინაგანად და გარეგნულად ლამაზი’, „რა საინტერესო ადამიანია’ - წერენ ვიდეოს კომენტარებში.