საქართველოში ერთ-ერთი ყველაზე ლამაზი ქალის და ცნობილი დიზაინერის, მაკა ასათიანის დისშვილი მარიანა აჩბა კამერების წინ იშვიათად ჩნდება, თუმცა განსაკუთრებული გარეგნობით ყურადღებას ხშირად იქცევს. მარიანამ განათლება მუსიკალურ სფეროში საზღვარგარეთ მიიღო. ის პიანისტია და წარმატებული კარიერა აქვს.
„მაკა ჩემი დიდი მეგობარია. განსაკუთრებულად მზრუნველია, სულ რაღაც კარგისკენ გვიბიძგებს. მაკა ის ადამიანია, რომელიც რაღაც თვალსაზრისით, კრავს ოჯახს. მიზანმიმართულად ბავშვობიდან გვეუბნებოდა, რომ თქვენ ყველა ერთად უნდა იყოთ, შეკრულები. ასე გავიზარდეთ და ჩემი აზრით, ეს მაკას დამსახურებაა...“ - აღნიშნა მარიანამ ერთ-ერთ ინტერვიუში.
ამჯერად მარიანა აჩბა საკუთარი შესრულების ვიდეოს აქვეყნებს და მეგობრებისგან დიდ მოწონებას იმსახურებს.