ბერა ივანიშვილი და ნანუკა გუდავაძე მეორე შვილის მშობლები გახდნენ. ამის შესახებ მათ სოციალურ ქსელში დაწერეს და ახალშობილის ფოტოების გამოაქვეყნეს: „დადუ ივანიშვილი - 20.03.2023” - წერს წყვილი.
ბერა ივანიშვილმა და ნანუკა გუდავაძემ 2018 წელს იქორწინეს. მათ აქამდე ერთი შვილი, ბერუკა ივანიშვილი ჰყავდათ.