ამ დილით, სელენა გომესმა ინსტაგრამის სთორიში შეტყობინება გამოაქვეყნა და ფანებს უარყოფითი კომენტარების წერისგან თავის შეკავება სთხოვა:
„ჰეილი ბიბერი დამიკავშირდა და მითხრა, რომ სიკვდილის მუქარას და სხვა უარყოფითი სახის შეტყობინებებს იღებს. ეს არ არის ის, რასაც ვინმეს მოვუწოდებ. არავინ არ უნდა განიცადოს სიძულვილი და ბულინგი. მე ყოველთვის მხარს ვუჭერდი სიკეთეს და ძალიან მინდა, რომ ეს ყველაფერი შეწყდეს“ - წერს მომღერალი.
ეს სელენას პირველი მოწოდება არ არის. მან ფანებს ჰეილი ბიბერის ბულინგის შეწყვეტის მოთხოვნით ადრეც მიმართა: „გთხოვთ, უფრო კეთილები იყოთ. გაითვალისწინეთ სხვების ფსიქიკური ჯანმრთელობა. გული მიმძიმდა და ყველასთვის მხოლოდ სიკეთე მინდა.“
ჰეილი ბიბერსა და სელენა გომესს შორის დრამამ პიკს 2023 წლის თებერვალში მიაღწია. ყველაფერი ჰეილის მიერ გამოქვეყნებული ვიდეოთი დაიწყო, რომელიცფანებმა სელენას დაცინვად მიიჩნიეს.
სულ ცოტა ხნის წინ, ჰეილი ბიბერმა მეუღლესთან, ჯასტინ ბიბერთან ურთიერთობასა და ამ ურთიერთობაში ჯასტინის ყოფილი შეყვარებულის, სელენა გომესის როლზე პოდკასტის "Call Her Daddy" სტუმრობისას ისაუბრა.
ჯასტინის გულშემატკივრებს კარგად ემახსოვრებათ მისი და სელენა გომესის რომანის დეტალები. თინეიჯერი წყვილი წლების წინ დიდი პოპულარობოთ სარგებლობდა. მათ უამრავი გულშემატკივარი ჰყავდათ, რომლებიც სელენასა და ჯასტინის დაშორების შემდეგ, დღემდე ცდილობენ გაარკვიონ, იყო თუ არა ეგ გადაწყვეტილება ჯასტინის ცხოვრებაში ჰეილის გამოჩენის ბრალი. სხვადასხვა სოციალურ ქსელში ჯერ კიდევ აქტიურად მიმდინარეობს მსჯელობა იმის შესახებ, "წაართვა" თუ არა ჯასტინი სელენას ჰეილი ბიბერმა.
უნდა აღინიშნოს, რომ ჯასტინ და ჰეილი ბიბერებმა 2018 წელს ნიუ-იორკში მოაწერეს ხელი, ერთი წლის შემდეგ კი ქრისტიანული ცერემონიაც ჩაატარეს და მეგობრებისა და ოჯახის წევრების თანხლებით, კალიფორნიაში, Montage Palmetto Bluff-ში, მზის ჩასვლის ფონზე გადასცეს ერთმანეთს Tiffany-ს საქორწილო ბეჭდები.
ზუსტად არავინ იცის, როდის დაიწყო ჯასტინისა და ჰეილის სასიყვარულო ურთიერთობა, რადგან რომანამდე მათ ხანგრძლივი მეგობრობა აკავშირებდათ. პირველი საერთო ფოტო 2011 წელს გამოჩნდა, როდესაც ჰეილი მამასთან ერთად Never Say Never-ის პრემიერაზე იმყოფებოდა. ჯასტინ ბიბერი და გომესი კი საჯაროდ ხვდებოდნენ ერთმანეთს 2010 წლიდან 2017 წლამდე.
2015 წელს წყვილი ნიუ-იორკის ქუჩებში დილაადრიან დააფიქსირეს. 2016 წელს მათი გზები გაიყარა, თუმცა ურთიერთობა 2 წლის შემდეგ, 2018 წლის მაისში აღადგინეს. ყველაფერი საოცარი სისწრაფით განვითარდა და ბაჰამის კუნძულებზე ნიშნობის შემდეგ, წყვილმა საიდუმლოდ მოაწერა ხელი.
ამჯერად ჰეილი ბიბერმა ალექს კუპერის კითხვაზე, დააშორა თუ არა მან ჯასტინი და სელენა, მტკიცე უარი განაცხადა.
"როცა მე და ჯასტინმა ურთიერთობა დავიწყეთ, ის სხვას არავის ხვდებოდა. მე ამას არასდროს გავაკეთებდი" -აღნიშნა ჰეილი ბიბერმა.
აღსანიშავია ისიც, რომ ბოლო დროს სელენა გომესი "ინსტაგრამზე" ყველაზე მეტ გამომწერიანი ქალი გახდა, ამის პარალელურად კი ჰეილის გამომწერების რიცხვი საგრძნობლად შემცირდა. ეს ყველაფერი კი სწორედ ჰეილის მიერ გამოქვეყნებულ ვიდეოს უკავშირდება, რომელშიც, ფანების აზრით, ის სელენას დასცინოდა. გულშემატკივრებმა ამ გზით სელენასადმი მახრდაჭერა გამოხატეს. გუშინ კი თავად სელენა და ჰეილი ერთმანეთის "ინსტაგრამ" გამომწერები გახდნენ და ამით საზოგადოებას ბულინგისა და სიძულვილის ენის შეწყვეტისკენ კიდევ ერთხელ მოუწოდეს.