IQ : 15 ნიშანი იმისა, რომ უფრო ჭკვიანი ხართ, ვიდრე გგონიათ - Marao

IQ : 15 ნიშანი იმისა, რომ უფრო ჭკვიანი ხართ, ვიდრე გგონიათ

2023-03-25 12:05:24+04:00


სიმართლე IQ-ზე და 15 ნიშანი იმისა, რომ უფრო ჭკვიანი ხართ, ვიდრე გგონიათ.

ვინ და რატომ გამოიგონა IQ?

1905 წელს ფსიქოლოგმა, პარიზის უნივერსიტეტის მედიცინისა და სამართლის დოქტორმა, საფრანგეთში პირველი ექსპერიმენტული ფსიქოლოგიის ლაბორატორიის დამფუძნებელმა, ალფრედ ბინმა კოლეგასთან, თეოდორ სიმონთან ერთად ბავშვების გონებრივი განვითარების შესამოწმებელი ტესტების მთელი სერია შექმნა და პირველად გამოიყენა ტერმინი IQ.

იდეა ვითარდებოდა, კვეთდა საზღვრებს, და 1912 წელს გერმანელმა ფსიქოლოგმა, უილიამ შტერნმა IQ-ს ტესტის მსგავსი ფორმატი შეიმუშავა, XIX საუკუნის ამოცანებსა და თავსატეხებს დაეყრდნო და ისინი ბავშვთა ფსიქოლოგიის შესწავლის საკუთარ სისტემასთან გააერთიანა. თავდაპირველად, ტესტი ბავშვის გონებრივი პოტენციალის შესამოწმებლად შეიქმნა, მაგრამ დროთაგანმავლობაში მოზრდილებშიც ადაპტირდა. მეთოდის პოპულარობაზე ბრიტანელი განს აიზენკია პასუხისმგებელი, რომელმაც 1940 წელს IQ-ტესტირება შეიმუშავა, რასაც დღემდე მთელს მსოფლიოში გამოიყენებენ.

რის თქმა გვსურს ამით? იმის, რომ თანამედროვე სამყარო კოგნიტური შესაძლებლობების გაზომვას „ხაზოვანი“ მეთოდით აგრძელებს - ჩვენ ადამიანის გონიერების შესაფასებლად დღემდე 1940-იანი წლების სტანდარტებს ვიყენებთ. მაგრამ სერიოზული რეპუტაცია და კონკურენციის არ არსებობა სასწაულებს ახდენს - ტერმინი და იდეა იმდენად შეიჭრა საინფორმაციო სივრცეში, რომ IQ-ავტორიტეტის ძველებურად გვჯერა.

ვის რამდენი აქვს?

საშუალოდ IQ 100 ქულით ფასდება - ადამინების 50%-ის IQ 90-დან 110 ქულამდე მერყეობს. 70 ქულაზე დაბალი შედეგი სავარაუდოდ განვითარების პრობლემებზე მეტყველებს. მაღალი ინტელექტით 120-დან 130-ქულამდე დაახლოებით 7%-ია დაჯილდოვებული, კიდევ 2% კი გენიალურობის მასშტაბებსაც სცდება და მათი ქულები 135-დან 160-მდე მერყეობს.

არსებობს რამდენიმე ორგანიზაცია, რომლებშიც მაღალინტელექტუალური ელიტა ერთიანდება. გენიოსების უმსხვილეს და უძველეს საზოგადოებას Mensa International ჰქვია. Mensa-ს ვარსკვლავურ წევრებს შორისაა მსახიობი და მწერალი ჯინა დევისი, ჩვენთვის ცნობილი დრამიდან „ტელმა და ლუიზა“, მუსიკოსი და არტისტი, სტივ მარტინი, ასევე ლიზა სიმპსონი ყვითელსახიანების მულტიპლიკაციური ოჯახიდან.

წაიკითხეთ სრულად