თეატრმცოდნე ნიკოლოზ წულუკიძე სოციალურ ქსელში რეზო თაბუკაშვილისა და მედეა ჯაფარიძის შესახებ წერს. მწერალს ფილმში „მზე შემოდგომისა“ ფრაზა "თუ დამიჯერებ, მე დღეს შენი ნაოჭები უფრო მიყვარს, ვიდრე შენი სახე რამდენიმე წლის წინათ“ მედეა ჯაფარიძისთვის მიუძღვნია:
„თუ დამიჯერებ, მე დღეს შენი ნაოჭები უფრო მიყვარს, ვიდრე შენი სახე რამდენიმე წლის წინათ“, – ეს სიტყვები ფილმში „მზე შემოდგომისა“ მწერალმა და დრამატურგმა რეზო თაბუკაშვილმა თავისი სცენარის მთავარ გმირს, მხატვარ ვახტანგს ათქმევინა, რომლის პროტოტიპი თავად იყო, ამ სიტყვების ადრესატი კი მედეა ჯაფარიძე გახლდათ.
მათი სიყვარულის ისტორიაზე კი არაერთხელ დაწერილა, ამბობენ, რომ რეზო თაბუკაშვილი უმშვენიერეს მედეა ჯაფარიძეს აღმერთებდა" - წერს ნიკოლოზ წულუკიძე.