2022 წლის ოქტომბერში სოციალურ ქსელში, ჯგუფში "ვეძებ“, გამოქვეყნდა პოსტი, სადაც 20 წლის ტყუპი დები, რომლებმაც ჯერ ერთმანეთი იპოვეს, ბიოლოგიურ მშობლებს ეძებდნენ.
ტყუპი 20 წლის წინ სხვადასხვა ოჯახში გააშვილეს, ანო სართანია - თბილისში, თამარ ხვიტია კი - ზუგდიდში.
14 წლის ასაკში გოგონებს უცნობმა ქალმა ერთმანეთის ფოტოები გაუგზავნა და მისწერა, რომ მას ძალიან ჰგავდა. წლების შემდეგ "ტიკ-ტოკზე" თამარის ფოტო გამოქვეყნდა, სადაც ჩანდა, რომ გოგონამ პირსინგი გაიკეთა. ასე იპოვეს ერთმანეთი...
გოგონებს თავიდან ეგონათ, რომ უბრალოდ, ჰგავდნენ ერთმანეთს. ეჭვი მაშინ გაუჩნდათ, როცა გაიგეს, ორივე ჩხოროწყუში დაიბადა.
თამარს დედის მეგობარმა უთხრა, რომ ნაშვილებია. ანოს მაინც ბოლო წუთამდე სჯეროდა, რომ დედამისის შვილი იყო და უბრალოდ, ქალს მშობიარობისას თამარი წაართვეს. ანომ ბიძაშვილს მისწერა, იყო თუ არა აყვანილი, რაზეც პასუხი ვერ მიიღო. გოგონა მაშინ მიხვდა, რომ ნაშვილები იყო. მოგვიანებით ყველაფერი ბებიამ დაუდასტურა, უთხრა, რომ აღმზრდელ დედას ორი წლის მანძილზე უნდოდა ამის თქმა...
ბიოლოგიური მშობლების ძებნა დებმა ერთი წლის შემდეგ დაიწყეს ჯგუფში „ვეძებ“, რომელიც ჟურნალისტმა თამუნა მუსერიძემ წლების წინ დააფუძნა და უამრავ ადამიანს ეხმარება ბიოლოგიური მშობლების მოძებნაში. გამონაკლისი არც დები აღმოჩნდნენ...
2022 წელი, 12 ოქტომბერი, ჯგუფში „ვეძებ“ იდენტური ტყუპი საერთო პოსტს აქვეყნებს, სადაც წერია:
- გამარჯობა. მე და ჩემი ტყუპი და ვეძებთ ბიოლოგიურ მშობლებს. როგორც ვიცით, #2002წლის24ივნისს #კირცხში ვართ დაბადებულები. მაგრამ სანდო რამდენადაა, არ ვიცით, რადგან ჩემი დაბადების თარიღი არ ემთხვევა ჩემი დისას. ცალ-ცალკე ვართ გაშვილებული და რა თქმა უნდა, ორი რადიკალურად განსხვავებული ისტორიაა შეთხზული. გვარებიც სხვადასხვა ვიცით: #ჭითანავა და #გახარია. შესაძლებელია გვყავდეს უფროსი და-ძმები. სამშობიაროში არანაირი საბუთი არ არის, სადაც ფიგურირებს ბიოლოგიური დედა. ისეა, თითქოს ჩვენმა გამზრდელმა დედებმა გაგვაჩინეს. ვინმეს ეს ისტორია თუ გეცნობათ ან დრო ემთხვევა, შეგვეხმიანეთ...
წაიკითხეთ სრულად