როგორ მოვუაროთ სახის კანს ვარჯიშამდე და შემდეგ - 5 ძირითადი წესი - Marao

როგორ მოვუაროთ სახის კანს ვარჯიშამდე და შემდეგ - 5 ძირითადი წესი

2023-03-27 16:46:38+04:00


ვარჯიშს აქვს გარკვეული პლუსი - კარგი ფიზიკური ფორმა და ჯანმრთელობა. მაგრამ თუ ხშირად ხართ დაკავებული სპორტით, ალბათ შენიშნავდით, ვარჯიშის მომდევნო დღეებში ზოგიერთ ადამიანს გამონაყარი და კანქვეშა აკნე უჩნდება. ეს ხდება მაშინ, როდესაც ჩვენ გვაქვს ზედმეტი ოფლიანობა, რის გამოც ცხიმოვანი ჯირკვლები იკეტება, ეს კი იწვევს გაღიზიანებას, ანთებას და სხვა უსიამოვნო შედეგებს. ამგვარი უსიამოვნების თავიდან ასაცილებლად ყურადღება უნდა მიაქციოთ გარკვეული წესების დაცვას.

სათანადოდ იზრუნეთ საკუთარ თავზე

იოგას ხალიჩის, უნიფორმისა და სავარჯიშო ფეხსაცმლის გარდა, ყოველთვის თან უნდა გქონდეთ კანის მოვლის კოსმეტიკა. დაიბანეთ სახე ვარჯიშამდე და შემდეგ. ვარჯიშამდე იმიტომ, რომ სპორტდარბაზში მისვლამდე სახეზე უკვე დაგროვდება ბაქტერიები, რომლებიც კანქვეშ შეაღწევენ, როგორც კი გახურდებით მსუბუქი დაჭიმვით ან სირბილით. შემდეგ კი იმიტომ, რომ ცხიმოვანი ჯირკვლები ასრულებენ თავიანთ სამუშაოს, ხოლო "სასარგებლო" ცხიმი იწყებს მუშაობას საპირისპიროდ, რაც იწვევს გამონაყარს და ანთებას.

ივარჯიშეთ მაკიაჟის გარეშე

ყველა ჩვენგანი შეჩვეული ვართ ნებისმიერ ადგილას მაკიაჟით წასვლას, რადგან სოციალურ ქსელში ხალხი მხოლოდ ასე გვიცნობს. თუმცა მაკიაჟით ვარჯიში აბსოლუტურად შეუძლებელია. ვარჯიშის დროს ოფლი და ტოქსინები გამოიყოფა, რის შედეგადაც სხეული იწმინდება, მაკიაჟი კი აფერხებს ამ პროცესს. შედეგად, მინარევები რჩება ფორებში, ჩნდება კომედონები და შავი წერტილები. ამ პროცესმა დროთა განმავლობაში შეიძლება გამოიწვიოს კანის მგრძნობელობა - ეპიდერმისის იმუნიტეტის დაქვეითება და რეგულარული სიწითლე.

როგორ მოვუაროთ კანს ვარჯიშის შემდეგ?

ვარჯიშის შემდეგ დაუყოვნებლივ დაიბანეთ სახე, რათა კანი გაიწმინდოს ზედმეტი ოფლისა და ცხიმისგან. გაწმენდის შემდეგ წაისვით დამატენიანებელი კრემის ფენა ეპიდერმისის აღსადგენად და დასამშვიდებლად. თუ მშრალი კანი გაქვთ, გირჩევთ გამოიყენოთ დამატენიანებელი ნიღაბი, ხოლო თუ კანი ცხიმიანი გაქვთ, გამოიყენეთ ჩვეულებრივი გამწმენდი ნიღაბი კვირაში ორჯერ ცხელი შხაპის შემდეგ.

ჩვენ ვზრუნავთ არა მხოლოდ სახის, არამედ სხეულის კანზეც

დერმატოლოგები გვირჩევენ სხეულის კანის ამქერცლავი პროდუქტების გამოყენებას. ეპიდერმისის ჯანმრთელობის შენარჩუნების კიდევ ერთი კარგი ვარიანტია ანტისტრესული პროდუქტები და პროცედურები: რძემჟავას დონის გაზრდის შემდეგ კუნთები აუცილებლად უნდა მოდუნდეს.

შეინარჩუნეთ ბალანსი

კანის მოვლა ვარჯიშამდე და ვარჯიშის შემდეგ შესანიშნავია, მაგრამ ზომა ყველაფერში უნდა იცოდეთ. ძალიან ხშირმა წმენდამ და კანის მოვლის სხვადასხვა პროდუქტმა ასევე შეიძლება ზიანი მოგაყენოთ. დააკვირდით, როგორ რეაგირებს თქვენი კანი პროდუქტებზე, სანამ არ მიიღებთ სრულყოფილი სილამაზის რუტინას, რომელიც შეესაბამება თქვენი ფიტნეს გრაფიკს.