საქართველოში ერთ-ერთი ყველაზე ლამაზი ქალის და ცნობილი დიზაინერის, მაკა ასათიანის დისშვილი მარიანა აჩბა კამერების წინ იშვიათად ჩნდება, თუმცა განსაკუთრებული გარეგნობით ყურადღებას ხშირად იქცევს. მარიანამ განათლება მუსიკალურ სფეროში საზღვარგარეთ მიიღო. ის პიანისტია და წარმატებული კარიერა აქვს.
სოციალურ ქსელში ასევე ძალიან პოპულარულია მაკა ასათიანის შვილიშვილი, ნანიკო კლდიაშვილისა და კახი ჟორდანიას შვილი, პატარა ლეა. მას ხშირად ცნობილ ბებიასაც ამსგავსებენ და წერენ, რომ გოგონა განსაკუთრებული გარეგნობით გამოირჩევა.
ამჯერად ლეას ფოტოებს "ინსტაგრამზე" მარიანა აჩბა აქვეყნებს.