მოდის ექსპერტი, ბლოგერიდა დიზაინერი, მომხიბლავი ქალბატონი, რომელიც გემოვნებიანად იცვამს და მუდმივად ფორმაშია - ასე ახასიათებენ დალი ჩიტლაძეს, რომლიც სოციალურ ქსელსა და საზოგადოებაში პოპულარობითა დ სიყვარულით სარგებლობს.
დიახ, ამის შეუმჩნევლად დატოვება სწორი ნამდვილად არ იქნებოდა. პატარა გოგონასავით მხიარულია. ცდილობს, იყოს ლაღი და ეცვას ხალისიანი ფერის სამოსი.
ამჯერად დალი ჩიტალაძე 60 წლის იუბილეს აღნიშნავს: "დღეს ჩემი დაბადების დღეა. ასაკი მხოლოდ ციფრებიაო, მართალია - 60 წლის გავხდი“ - წერს დიზაინერი სოციალურ ქსელში.