მარტა არგერიხის სტიპენდიანტი მუსიკოსი, რომელსაც პიანისტობა დედამ შეაყვარა და 6 წლის ასაკიდან თავადაც უკრავს, არაერთი საერთაშორისო კონკურსის გამარჯვებულია. ესპანეთი, იტალია, პოლონეთი, საფრანგეთი - ეს იმ ქვეყნების მცირე ჩამონათვალია, სადაც გიორგი გიგაშვილი კონცერტებს მართავს, სხვადასხვა პრესტიჟულ პრემიას იღებს და მსოფლიოს საკუთარ შემოქმედებას აცნობს.
როგორც ცნობილია, დღეს, 30 მარტს, რუბინშტეინის კონცერტის ფინალია, სადაც გიორგიც მიიღებს მონაწილეობას. ჟიურის გარდა, გადამწყვეტი მნიშვნელობა ენიჭება მაყურებლის ხმასაც. ინფორმაციას სოციალურ ქსელში ნიკოლოზ რაჭველი ავრცელებს.
„ძვირფასო მეგობრებო, ხვალ რუბინშტეინის კონკურსის ფინალია. გარდა ჟიურისა, მაყურებლის ხმასაც აქვს მნიშვნელობა. ამიტომ გთხოვთ, მოცემულ ბმულზე შეხვიდეთ:
http://bit.ly/3LYaM8u
მიიღებთ კოდს, დააკოპირეთ კოდი, შემდეგ დააჭირეთ კონკურსის ლოგოს და ხმა მიეცით გიორგი გიგაშვილს! ვაჩვენოთ მსოფლიოს ჩვენი ერთიანობა და თანადგომის უნარი! გიორგი გიგაშვილის გამარჯვება საქართველოს გამარჯვებაა ამ მართლაც ყველაზე პრესტიჟულ და მნიშვნელოვან მუსიკალურ კონკურსში!“, – წერს ნიკოლოზ რაჭველი.