გიო ხუციშვილი „შუადღესთან“ საუბრისას მისმა მეუღლემ, მაია ჯორჯაძემ გაიხსენა:
„მეგობართან გავიცანით ერთმანეთი. სიმღერ-სიმღერით დაიწყო და გაგრძელდა ჩვენი ურთიერთობა სიყვარულით. სიურპრიზები მან რომ იცოდა, ასეთი არ ვიცი… უცებ შემოვიდოდა, როიალზე დადებდა ბილეთებს და იტყოდა, ამაღამ მივფრინავთო. არ არსებობდა დღესასწაული, როცა საჩუქარი არ მოჰქონდა. მთელი თვის განმავლობაში აგროვებდა საჩუქრებს ახალი წლისთვის და თორმეტ საათზე იყო ფეიერვერკი, როცა გამოჰქონდა ხოლმე… “
მამა-შვილს შორის რაღაცნაირი რიდი იყო. გიო ყველაფერს იღებდა თავის თავზე. დღეში ოცჯერ რეკავდა, როცა გადიოდა. უმაგისოდ არაფერი უნდა მომხდარიყო ოჯახში.
სამ თვეში ერთხელ იკეთებდა ანალიზებს. ორი კვირა ასტკივდა ფეხი. რომ წავიდა, უკვე ძალიან დაგვიანებული იყო. ექიმისგან რომ გამოვედით და გავიგეთ ეს ცუდი ამბავი, შენ არ ინერვიულო, ნახავ, როგორ დავამარცხებო. ერთი თვე უთხრეს და ცხრა თვე იცოცხლა…“ - ამბობს მაია ჯორჯაძე.