გამჭვირვალე კაბა და მსგავსება დედასთან - 18 წლის დევა კასელმა Dior-ის ჩვენებაზე ყველა დაჩრდილა - Marao

გამჭვირვალე კაბა და მსგავსება დედასთან - 18 წლის დევა კასელმა Dior-ის ჩვენებაზე ყველა დაჩრდილა

2023-04-01 22:17:45+04:00

მონიკა ბელუჩი პლანეტის ერთ-ერთ ყველაზე გამორჩეულ და მიმზიდველ ქალად ითვლება. ხშირად საუბრობდნენ, ვინ შეიძლება გამოჩენილიყო ისეთი, რომელიც მსახიობს ამ ტიტულებს ჩამოართმევდა და თავად მოირგებდა. თუმცა, რაც უფრო მეტი დრო გადის, მით უფრო ღიად აღნიშნავენ, რომ ეს მისმა შვილმა, ულამაზესმა დევა კასელმა შეძლო. 18 წლის დევა ფაქტობრივად, სამოდელო სამყაროს იპყრობს და ძალიან ბევრი გულშემატკივარი ჰყავს.

ამჯერად უმშვენიერესი დევა მუმბაიში, Dior-ის ჩვენებაზე გამოჩნდა. აღსანიშნავია, რომ ქალაქმა მუმბაიმ ამ ბრენდის ღონისძიებას პირველად უმასპინძლა, რაც მისი ხელმძღვანელის, მარია გრაცია კიურისა და ინდური ბრენდის, "ჩანაკაიას" თანამშრომლობას უკავშირდება. Dior-მა 2023 წლის შემოდგომა-ზამთრის ახალი კოლექცია წარადგინა.

18 წლის დევა კასელე საღამოზე ღია მწვანე ფერის კაბაში ბრწყინავდა, „დიორის“ ნახევრად გამჭვირვალე კაბა ულამაზესი ბრეტელებითა და ქვედაბოლოთი, დევამ ამავე ფერის ჩანთასთან და მაღალქუსლიან ფეხსაცმელთან შეახამა.