როგორ მოხვდა 90-იანი წლების ცნობილი სუპერმოდელი ფსიქიატრიულ კლინიკაში - Marao

როგორ მოხვდა 90-იანი წლების ცნობილი სუპერმოდელი ფსიქიატრიულ კლინიკაში

2023-04-03 15:45:55+04:00

1990-იანი წლები სუპერმოდელების ეპოქა იყო. თითოეულ მათგანს ჰქონდა თავისი უნიკალური ქარიზმა, რადგან თითოეულმა შექმნა დამაინტრიგებელი ლეგენდა. ცისფერთვალება, ქერა კარენ მალდერს თავშეკავებული და მიუწვდომელი თოვლის დედოფლის როლი მიენიჭა. კოლეგების უმეტესობისგან განსხვავებით, არ ეხვეოდა სკანდალებში, არ აკეთებდა პროვოკაციულ განცხადებებს. პოზიტიურ და გარკვეულწილად მოსაწყენ იმიჯს მისი სამოდელო კარიერისთვის ხელი არ შეუშლია, კონტრაქტებს აფორმებდა მსოფლიოს მთავარ ბრენდებთან.

სამოდელო ბიზნესში მისი მოხვედრის ისტორია ზღაპრულად ჟღერს. კარენი 1970 წლის 1-ელ ივნისს, ჰოლანდიის ქალაქ ვლაარდინგენში დაიბადა. 15 წლის ასაკში მშობლებთან ერთად დასასვენებლად წავიდა საფრანგეთის სამხრეთში. იქ გოგონამ სილამაზის კონკურსის განცხადება ნახა, მაგრამ კარენმა მონაწილეობის მიღება ვერ გაბედა - იგი მთელი ცხოვრება უკმაყოფილო იყო თავისი გარეგნობით და მეტიც, იმ მომენტში ბრეკეტები გამო უხერხულობას განიცდიდა. სამაგიეროდ, თავისი ოცნების შესახებ მეგობარს უამბო, რომელმაც კარენის ფოტოები, ყველასგან დაუკითხავად, სამოდელო სააგენტოში გაგზავნა.

1990-იან წლებში კარენს მსოფლიოს ულამაზესი ქალების ყველა სიაში და ყველაზე მაღალანაზღაურებადი მოდელების რეიტინგში უცვლელი ადგილი ეჭირა. მალდერი დროის უმეტეს ნაწილს პარიზში ატარებდა, სადაც საუკეთესო მეგობარ კარლა ბრუნისთან ერთად იზიარებდა ბინას.

კარენი ერთხელ იყო დაქორწინებული. ის 18 წლის ასაკში ცოლად ფრანგ ფოტოგრაფ რენე ბოსნეს გაჰყვა. ცოტა რამ არის ცნობილი მათი რომანის შესახებ, ერთი რამ ცხადია, რომ რენე კარენის კარიერულ წარმატებას ვერ ეგუებოდა, რის გამოც 1993 წელს ისინი განქორწინდნენ.

მას შემდეგ კარენს რომანი ჰქონდა კოლუმბიელ ბიზნესმენთან, ხულიო მარიო სანტო დომინგოსთან, თუმცა პირად ცხოვრებაზე საჯაროდ არასდროს უსაუბრია. 2006 წლის ოქტომბერში კარენს ქალიშვილი ანა შეეძინა. გოგონას მამის სახელი ჯერჯერობით უცნობია - მალდერი მას თავად ზრდის.

30 წლის ასაკში კარენმა კარიერის დასრულება გადაწყვიტა, მიუხედავად იმისა, რომ დიზაინერები, ფოტოგრაფები და მოდის ჟურნალების მთავარი რედაქტორები მაინც სიამოვნებით სთავაზობდნენ მას სამუშაოს. მაგრამ მოგვიანებით აღიარა, რომ არასდროს არ მოსწონდა მისი გარეგნობა, არ გრძნობდა თავდაჯერებულობას და პოდიუმებზე და ფოტო გადაღებების დროს როლს თამაშობდა, რომელსაც მის ნამდვილ ხასიათთან არაფერი ჰქონდა საერთო.

თუმცა, როგორც გაირკვა, საკუთარი გარეგნობის აღქმის პრობლემები არ არის ერთადერთი საიდუმლო, რომელსაც მალდერი მრავალი წლის განმავლობაში ინახავდა. 2001 წელს უკვე დაასრულა კარიერა, მალდერი ფრანგულ თოქ-შოუს ესტუმრა და სამოდელო ინდუსტრიის საშინელ საიდუმლოებებზე ისაუბრა. მან სექსუალურ ძალადობაში სამოდელო სააგენტოს უმაღლესი მენეჯმენტის წარმომადგენლები, მათ შორის, პარიზის ოფისის ხელმძღვანელი ჯერალდ მარი, ლინდა ევანგელისტას ყოფილი ქმარი, დაადანაშაულა. ეს გადაცემა ეთერში არასდროს გასულა, წამყვანმა კი კარენის ლაპარაკს „ბოდვა“ უწოდა.

მოდელის მშობლებმა პრესაში განაცხადეს, რომ კარენი დიდი ხანი ნარკოდამოკიდებული იყო - და რომ მის საუბარს რეალობასთან არანაირი კავშირი არ ჰქონდა. საბოლოოდ, კარენი ფსიქიატრიულ კლინიკაში დააწვინეს, სადაც ხუთთვიანი მკურნალობის კურსი გაიარა.

კლინიკის დატოვების შემდეგ მალდერმა თვითმკვლელობა სცადა. მან საძილე აბების დიდი დოზა მიიღო, რის შემდეგაც კომაში ჩავარდა.

კარენმა რამდენჯერმე სცადა შოუბიზნესში დაბრუნება. თავიდან მუსიკალური კარიერის დაწყება გადაწყვიტა და 2004 წელს სადებიუტო ალბომიც კი გამოუშვა. თუმცა ამას დიდი წარმატება არ მოჰყოლია.

მას შემდეგ მსოფლიოში ოდესღაც ერთ-ერთ ყველაზე მოთხოვნად მოდელზე არავის არაფერი სმენია. უარს ამბობს ინტერვიუებზე და პაპარაცები მხოლოდ ხანდახან ახერხებენ მის გადაღებას ქალიშვილთან ერთად.