იყავით ყურადღებით, აპრილში მზის დაბნელებაა - აპრილის მნიშვნელოვანი ასტროლოგიური მოვლენები - Marao

იყავით ყურადღებით, აპრილში მზის დაბნელებაა - აპრილის მნიშვნელოვანი ასტროლოგიური მოვლენები

2023-04-05 11:40:55+04:00

აპ­რილ­ში პირ­ვე­ლი, რაც უნდა აღი­ნიშ­ნოს მზის დაბ­ნე­ლე­ბაა, რო­მე­ლიც ხსნის დაბ­ნე­ლე­ბე­ბის დე­რე­ფანს. გარ­და ამი­სა, მერ­კუ­რი ხდე­ბა რეტ­როგ­რა­დუ­ლი და პლა­ნე­ტე­ბიც გა­და­დი­ან ერთი ნიშ­ნი­დან მე­ო­რე­ში, ქმნი­ან ას­პექ­ტებს. თუმ­ცა, ჯო­ბია, თან­მიმ­დევ­რუ­ლად გან­ვი­ხი­ლოთ თი­თო­ე­უ­ლი მოვ­ლე­ნა:

მზე 20 აპ­რი­ლამ­დე ვერ­ძშია, აქ­ვეა იუ­პი­ტე­რიც - დიდი ბედ­ნი­ე­რე­ბის პლა­ნე­ტა. იუ­პი­ტე­რის კე­თილ­გან­წყო­ბას აპ­რილ­ში გან­სა­კუთ­რე­ბით იგ­რძნო­ბენ ის ვერ­ძე­ბი, ვინც და­ბა­დე­ბის დღეს აღ­ნიშ­ნავს 9-17 აპ­რი­ლის შუ­ა­ლედ­ში. თუმ­ცა, მის კე­თილ­გან­წყო­ბას ყვე­ლა იგ­რძნობს. ასე, რომ ვერ­ძებს გაქვთ ყვე­ლა სა­შუ­ა­ლე­ბა, გა­მო­ავ­ლი­ნოთ თქვე­ნი სა­უ­კე­თე­სო თვი­სე­ბე­ბი და და­ი­წყოთ ცხოვ­რე­ბის სხვა­დას­ხვა სფე­როს გა­უმ­ჯო­ბე­სე­ბა­ზე ზრუნ­ვა. ეს დრო უნდა გა­მო­ი­ყე­ნოთ ახა­ლი საქ­მე­ე­ბის და­სა­წყე­ბად. უნდა გა­მო­ავ­ლი­ნოთ ლი­დე­რუ­ლი თვი­სე­ბე­ბი. ამას­თან, უნდა იყოთ გა­აზ­რე­ბუ­ლი, მო­უფრ­თხილ­დეთ თა­ვის ზო­ნას, კუნ­თებს.

3 აპ­რი­ლი­დან მერ­კუ­რი კუ­რო­ში იქ­ნე­ბა , სა­დაც მო­უ­წევს რეტ­როგ­რა­დუ­ლი სვლა (21 აპ­რი­ლი­დან 15 მა­ი­სამ­დე) და დარ­ჩე­ბა 11 ივ­ნი­სამ­დე. რეტ­როს­ვლის დროს უნდა გა­და­ხე­დოთ გან­ვლილ დღე­ებს, მოხ­დე­ბა ზო­გი­ერ­თი მოვ­ლე­ნის გა­და­ფა­სე­ბა. სა­უ­კე­თე­სო დროა გა­და­კე­თე­ბის­თვის, გა­მოს­წო­რე­ბის­თვის. მი­უბ­რუნ­დით სწავ­ლას, საქ­მე­ებს, რომ­ლე­ბიც მი­ტო­ვე­ბუ­ლი გქონ­დათ. რა თქმა უნდა, ამ პე­რი­ოდ­ში ახა­ლი საქ­მე­ე­ბის და­წყე­ბას, ძვი­რად ღი­რე­ბუ­ლი ნივ­თე­ბის შე­ძე­ნას არ გირ­ჩევთ. კუ­რო­ში მყო­ფი მერ­კუ­რი არის პრაქ­ტი­კუ­ლი, ცოტა შე­ნე­ლე­ბუ­ლი, და­დინ­ჯე­ბუ­ლი, სუ­ბი­ექ­ტუ­რი, პრაგ­მა­ტუ­ლი.

 სავ­სემ­თვა­რე­ო­ბას ვე­ლო­დე­ბით 6 აპ­რილს სას­წო­რის მე-17 გრა­დუს­ში, 7:04-ზე. სას­წო­რი არის პარტნი­ო­რუ­ლი ნი­შა­ნი. ამი­ტომ მეტი დრო უნდა და­უთ­მოთ ურ­თი­ერ­თო­ბის გა­უმ­ჯო­ბე­სე­ბას საქ­მი­ან და სა­სიყ­ვა­რუ­ლო პარტნი­ო­რებ­თან. იყა­ვით კე­თილ­გან­წყო­ბი­ლი გარ­შე­მო მყო­ფე­ბის, ახ­ლობ­ლე­ბის, კლი­ენ­ტე­ბის მი­მართ. სავ­სემ­თვა­რე­ო­ბა­ზე შე­იძ­ლე­ბა ურ­თი­ერ­თგა­მომ­რი­ცხა­ვი სი­ტუ­ა­ცი­ე­ბი შე­იქ­მნას. მაგ­რამ არის და­დე­ბი­თი ას­პექ­ტე­ბიც, რაც სა­შუ­ა­ლე­ბას მოგ­ვცემს, ყვე­ლა და­ძა­ბუ­ლი სი­ტუ­ა­ცი­ი­დან სას­წო­რი­სე­უ­ლი დიპ­ლო­მა­ტი­უ­რო­ბით და­ვიძ­ვრი­ნოთ თავი. იყა­ვით დაკ­ვირ­ვე­ბუ­ლი ხელ­შეკ­რუ­ლე­ბე­ბის გა­ფორ­მე­ბი­სას. იყა­ვით მო­მარ­თუ­ლი დი­ა­ლოგ­ზე, ყვე­ლას ინ­ტე­რე­სე­ბის გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბა­ზე. ჩა­მო­ყა­ლიბ­დით, რა არის თქვენ­თვის მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი და რა პარტნი­ო­რის­თვის და ეცა­დეთ, გა­მო­ნა­ხოთ კონ­სენ­სუ­სი. გარ­და ამი­სა, სა­ტურ­ნი-მარ­სის ას­პექ­ტი მოგ­ვი­წო­დებს, ჩა­მოვ­ყა­ლიბ­დეთ რა გვსურს და შე­ვად­გი­ნოთ მოქ­მე­დე­ბის კონ­კრე­ტუ­ლი გეგ­მა. რო­გორც ყო­ველ­თვის, სავ­სემ­თვა­რე­ო­ბის მოვ­ლე­ნებ­ზე სტა­ტი­ას და პროგ­ნოზს უახ­ლოს დღე­ებ­ში შე­მოგ­თა­ვა­ზებთ.

 

წაიკითხეთ სრულად