1960-იან წლებში ორი და, ჯეკი კენედი და ლი რაჯივილი ამერიკის მაღალი სოციალური ფენის მთავარი ქალები იყვნენ. ჯეკი ძირითადად ჯონ კენედის ცოლად მოიხსენიებოდა, მისი უმცროსი და ლი, მიუხედავად იმისა, რომ მასაც გავლენიანი და მდიდარი ქმრები ჰყავდა, ყოველთვის დამოუკიდებლად მოქმედებდა. ლი და ჯეკი ბავშვობიდან მეტოქეები იყვნენ - ჯერ მშობლების სიყვარულისა და მოწონებისთვის, შემდეგ მამაკაცების ყურადღებისთვის იბრძოდნენ. აღსანიშნავია, რომ ამ ბრძოლის საწყის ეტაპზე ლი ნამდვილად მარცხდებოდა. ათლეტური და ჭკვიანი ჯეკი მათი დედის, ჯანეტის აბსოლუტური ფავორიტი იყო. ამის გამო დებს შორის მტრობა მხოლოდ გაიზარდა და ლის ურთიერთობა დედასთან გაუარესდა. როდესაც გოგონა 12 წლის იყო, სახლიდან გაქცევაც კი გადაწყვიტა.
სკოლის დასასრულს, დედის მეორე ქმარმა, ჰიუ ოჩინკლოსმა, გოგონები სამოგზაუროდ ევროპაში წაიყვანა. ლი მაშინ 18 წლის იყო, ჯეკი 21 წლის. იმის მიუხედავად, რომ ოჯახს საკმარისი ფული ჰქონდა, გოგოებმა გემზე მხოლოდ მესამე კლასის ბილეთები მიიღეს ფუფუნებას მიჩვეული დებისთვის ეს ნამდვილად არ ყოფილა სასიამოვო ფაქტი. დებს შორის ურთიერთობა განსაკუთრებით მაშინ იძაბებოდა, როცა საქმე სიყვარულს ეხებოდა. ჯეკის ერთ-ერთი თაყვანისმცემელი იხსენებდა: ”თუ ვინმეს ჯეკი მოეწონებოდა, ლი მაშინვე ფლირტს იწყებდა მასთან. დიახ, ჯეკი უფრო ლამაზი იყო. ლის ეს ფაქტო აღიზიანებდა, რადგან როცა სადმე უფროს დასთან ერთა მიდიოდა, მას აღარავინ ამჩნევდა.