ჰოლივუდის ყველაზე გამორჩეული წყვილი: პენელოპე კრუზი და ხავიერ ბარდემი - Marao

ჰოლივუდის ყველაზე გამორჩეული წყვილი: პენელოპე კრუზი და ხავიერ ბარდემი

2023-04-05 12:21:57+04:00

ბრედ პიტისა და ანჯელინა ჯოლის დაშორების შემდეგ ჰოლივუდში აღარ დარჩა ისეთი წყვილი, რომელიც საზოგადოებაში დიდ ინტერესს გამოიწვევდა. მაგრამ ინდუსტრია სამაგალითო წყვილების სიმრავლით ყოველთვის გამოირჩეოდა. მათ შორის ერთ-ერთი გამორჩეული პენელოპე კრუზი და ხავიერ ბარდემი არიან. თავიანთ სამშობლოში ისინი ესპანეთის სამეფო წყვილზე დიდი პოპულარობით სარგებლობენ, მაგრამ მათი სახელების გარშემო ატეხილი აჟიოტაჟის მიუხედავად, ეს ორი თითქმის არასდროს საუბრობს პირად ურთიერთობაზე.

ისინი ერთმანეთს ჯერ კიდევ 1992 წელს, ბიგას ლუნას ფილმის jamon, jamon-ის გადასაღებ მოედანზე შეხვდნენ. პენელოპე მაშინ 16 წლის იყო, ხავიერი კი 23 წლის. მეორედ ერთად მუშაობის შანსი მხოლოდ 15 წლის შემდეგ მიეცათ - ვუდი ალენის ფილმში, „ვიკი კრისტინა ბარსელონა“.

"ვიკი კრისტინა ბარსელონას" სარეკლამო ტურის დროს ხავიერი და პენელოპე წითელ ხალიჩაზე ერთად გამოჩნდნენ. ინტერვიუს წინ ორივემ აუკრძალა ჟურნალისტებს პირადი ცხოვრების შესახებ კითხვების დასმა. თუმცა, დროდადრო ინფორმაცია პრესაში მაინც ვრცელდებოდა. 2009 წლის 25 აპრილს, პენელოპეს საუკეთესო მეგობრის, სალმა ჰაიეკის და ფრანსუა-ანრი პინოს გრანდიოზულ ვენეციურ ქორწილში, კრუზი და ბარდემიც ერთად იყვნენ.

წყვილის ურთიერთობა ოფიციალურად 2010 წელს გასაჯაროვდა, როცა კანის კინოფესტივალის დაჯილდოებისას, ხავიერმა მოულოდნელად სცენიდან პენელოპეს სიყვარული აუხსნა. ამავე წელს მსახიობებმა ბაჰამის კუნძულებზე იქორწინეს. სტუმრებს შორის მხოლოდ ოჯახის წევრები და უახლოესი მეგობრები იყვნენ.

ორი თვის შემდეგ ცნობილი გახდა, რომ წყვილი პირველ შვილს ელოდებოდა. მათი ვაჟი, ლეო 2011 წლის იანვარში დაიბადა, ხოლო ქალიშვილი ლუნა 2013 წლის ივლისში. ისინი შვილებს ცნობისმოყვარე თვალისგან მოშორებით ზრდიან. ჩემი შვილების ფოტოებს ინსტაგრამზე ვერასდროს ნახავთ", - აღიარა ერთხელ პენელოპემ. ”ამას არასდროს გავაკეთებ, ვგრძნობ პასუხისმგებლობას მათი კონფიდენციალურობის დაცვის მიმართ.” ხავიერმა კი თქვა, რომ ლეოს და ლუნას არ ესმით, რას აკეთებენ მათი მშობლები: ”მათ იციან, რომ ჩვენ კინოში ვმუშაობთ, მაგრამ არ ესმით რას ნიშნავს ეს. ვფიქრობ, ეს კარგია. სახლში არაფერი გვაქვს, რაც გვახსენებს, რომ მსახიობები ვართ“.