მე - 20 საუკუნის ქალები, რომლებზეც დღემდე ბევრს საუბრობენ - Marao

მე - 20 საუკუნის ქალები, რომლებზეც დღემდე ბევრს საუბრობენ

2023-04-08 11:04:28+04:00

პრინცესა დიანა

პრინცესა დიანას მემკვიდრეობა ჯერ კიდევ ცოცხალია - ეს ჩანს იმაში, რასაც ახლა ბრიტანეთის სამეფო ოჯახი აკეთებს. მაგალითად, მისი ვაჟები აქტიურად უჭერენ მხარს ფსიქიკური ჯანმრთელობის ორგანიზაციებს, საუბრობენ აივ-ზე და ცდილობენ შვილებს რაც შეიძლება ნორმალური ბავშვობა მისცენ. თუმცა, ალბათ, მთავარი, რაც მან გააკეთა მსოფლიოსთვის, იყო იმის ჩვენება, რომ ტაბუებს მამაცურად უნდა ებრძოლო - ჩაეხუტა შიდსით დაავადებულს, როდესაც ჯერ კიდევ ძლიერი იყო ცრურწმენა დაავადების გადადების შესახებ და გაიარა ნაღმზე, რათა დაემტკიცებინა, რამდენად დაუნდობელი შეიძლება იყოს ომი.

კოკო შანელი

ფრანგი დიზაინერის წყალობით, დაიწყო რევოლუცია ქალთა მოდაში. შანელმა ქალებს, ტანსაცმლის საშუალებით, გადაადგილების თავისუფლება მიანიჭა და წვლილი შეიტანა იმაში, რომ შარვალი ქალის გარდერობის ნაწილი გამხდარიყო.

ჟაკლინ კენედი

როგორც შეერთებული შტატების პირველი ლედი, ჯეკი კენედი 60-იანი წლების სტილის ხატი იყო, რომელიც თანამშრომლობდა ამერიკულ და უცხოურ ბრენდებთან, მათ შორის Oscar de la Renta, Chanel და Balenciaga. ჟაკლინი მხარს უჭერდა ამერიკის ისტორიას და ხელოვნებას და აწარმოებდა კამპანიებს მათი შენარჩუნებისთვის.

ელიზაბეტ II

1953 წელს კორონაციის შემდეგ, დიდი ბრიტანეთის ერთადერთი მონარქი გახდა, რომელიც ქვეყანას 70 წელი მართავდა. ბრიტანელებს უყვართ იგი მისი როლისა და ქვეყნისადმი ერთგულებისთვის.

კონსუელო ვანდერბილტი

ამერიკელი მილიონერის ქალიშვილი კონსუელო ვანდერბილტი იყო ერთ-ერთი პირველი მდიდარი ქალი ატლანტის ოკეანის გადაღმა, რომელიც ინგლისური არისტოკრატიის წევრზე დაქორწინდა. კონსუელოს ქონება თანამედროვე სტანდარტებით შეფასდა ოთხ მილიარდ დოლარად.