ვენსან კასელმა და ტინა კუნაკმ სოციალურ ქსელში ყველა ერთად გადაღებული ფოტო წაშალეს. ტაბლოიდები წერენ, რომ ვარსკვლავური წყვილი ხუთწლიანი ქორწინების შემდეგ დაშორდა. ვენსანმა და ტინამ 2018 წელს იქორწინეს. მანამდე მათ ორწლიანი ურთიერთობა აკავშირებდათ. ქორწინებიდან ერთი წლის თავზე კი მათ გოგონა, ამაზონი შეეძინათ.
მიუხედავად იმისა, რომ წყვილს ურთიერთობის შესახებ განცხადება არ გაუკეთებია, არაერთი ცნობილი გამოცემა, მათ შორის, ბრიტანული Dailymail წერს, რომ ტინა და ვენსანი დაშორდნენ და ამის ვარაუდის საფუძველია ისიც, რომ რამდენიმე დღის წინ, ტინა კუნაკის დაბადების დღეზე, ვენსან კასელს სოციალურ ქსელში არაფერი დაუწერია მეუღლისთვის დაბადების დღის მისალოცად. Dailymail წერს იმასაც, რომ ვენსანის მხრიდან ბოლო აქტივობა 17 თებერვალს ტინას ფოტოს მოწონება იყო. მას შემდეგ კი წყვილი ერთად აღარ გამოჩენილა.
ამის პარალელურად, ვენსანი განაგრძობს კარიერას და მუშაობს ორ ფილმზე, The Three Musketeers: D'Artagnan და Liaison, Apple TV+. ტინა კი აქტიურად აქვეყნებს კადრებს გადაღებებიდან და ფოტოსესიებიდან.