შვილის ყოლა ბევრი ქალის ოცნებაა, მაგრამ ზოგი მათგანი ამას სასტიკად ეწინააღმდეგება. ამაზე ხმამაღლა ლაპარაკი ბევრს არ სურს, მაგრამ არიან ჰოლივუდის ვარსკვლავები, რომლებიც მათ გადაწყვეტილებაზე, შვილის არყოლასთან დაკავშირებით, ღიად საუბრობენ.
1. ოპრა უინფრი: „შვილები რომ მყოლოდა, ისინი აუცილებლად შემიძულებდნენ“

სამყაროში, სადაც ქალები ხშირად უწევთ არჩევანის გაკეთება ოჯახსა და კარიერას შორის, უინფრი ყოველთვის ღიად აცხადებდა მის სურვილს, რომ პრიორიტეტს სამუშაოს ანიჭებდა. 2013 წელს ოპრამ ინტერვიუში აღიარა, მისი კარიერისადმი სიყვარული იმდენად დიდი იყო, რომ ბავშვები მის ცხოვრებაში მეორე ადგილს დაიკავებდნენ.
2. ელენ დეჯენერესი: „არ მინდა მათი გაფუჭება“

არსებობს მიზეზი, რის გამოც მშობლობას უწოდებენ ურთულესი სამუშაოს მსოფლიოში და დეჯენერესი და მისი მეუღლე პორტია დე როსი აღიარებენ, რომ ამ პასუხისმგებლობისთვის მზად არ არიან.
3. ჯენიფერ ენისტონი: „არავის აქვს უფლება ჩემს ნაცვლად იფიქროს“

ჯენიფერ ენისტონის პირადი ცხოვრება ყოველთვის ჭორების საგანი იყო. ბრედ პიტთან განშორება მსახიობმა საკმაოდ რთულად გადაიტანა. 2014 წელს მსახიობმა ინტერვიუში განაცხადა: „იმის მიზეზი, თუ რატომ ამბობს ქალი შვილი ყოლაზე უარს, არავის საქმე არ არის.“
4. გლორია სტეინემი: „არ არის აუცილებელი, ყველამ ერთნაირად იცხოვროს“

გლორია უკვე წლებია ფსიქიკურად დაავადებულ დედას უვლის. მისი თქმით, არ სურს დედას ყურადღება მოაკლოს და დრო სხვებზე ზრუნვაში გაატაროს.
5. მარისა ტომეი

მანჰეტენის ჟურნალთან ინტერვიუს დროს, მსახიობმა თავის გადაწყვეტილებაზე ღიად ისაუბრა: „არ ვიცი, რატომ სჭირდებათ ქალებს შვილების გაჩენა იმისთვის, რომ თავი სრულყოფილ ადამიანებად აღიქვან.“