"ფოტოშოპს მეც ვიყენებ, რადგან უბრალოდ გადაღებულ ფოტოს ვერ "დავაგდებ“ - ბათუმელი ინფლუენსერის ზღაპრული ცხოვრება: რა არის მარიამ შუკაკიძის ოჯახური ბედნიერების საიდუმლო? - Marao

"ფოტოშოპს მეც ვიყენებ, რადგან უბრალოდ გადაღებულ ფოტოს ვერ "დავაგდებ“ - ბათუმელი ინფლუენსერის ზღაპრული ცხოვრება: რა არის მარიამ შუკაკიძის ოჯახური ბედნიერების საიდუმლო?

2023-04-07 12:29:46+04:00

გო­გო­ნა ბა­თუ­მი­დან, ზღაპ­რუ­ლი სამ­ყა­რო­თი, 3.5 მი­ლი­ო­ნი გა­მომ­წე­რით "ინ­სტაგ­რამ­ზე", ახალ­გაზ­რდა მე­ზღვა­უ­რი მე­უღ­ლი­თა და სამი მცი­რე­წლო­ვა­ნი შვი­ლით - ეს მა­რი­ამ შუ­კა­კი­ძეა. მას წლე­ბია, რაც სო­ცი­ა­ლუ­რი ქსე­ლის სა­შუ­ა­ლე­ბით იც­ნო­ბენ, მაგ­რამ ალ­ბათ ერ­თა­დერ­თია, რო­მე­ლიც თა­ვის პო­პუ­ლა­რო­ბას ნაკ­ლე­ბად იყე­ნებს. მის ინ­ტერ­ვი­უ­ებს თით­ქმის ვერ ნა­ხავთ, არ სტუმ­რობს სა­ტე­ლე­ვი­ზიო გა­და­ცე­მებს და იშ­ვი­ა­თად წერს ვრცელ სტა­ტუ­სებს.

ულა­მა­ზე­სი და მდიდ­რუ­ლი ფო­ტო­ე­ბის უკან მა­რი­ა­მი­სა და და­ვი­თის ოჯა­ხუ­რი ბედ­ნი­ე­რე­ბის სა­ი­დუმ­ლო იმა­ლე­ბა. ქმა­რი საყ­ვა­რელ ცოლს ყო­ველ­თვის სა­ჩუქ­რე­ბით ანე­ბივ­რებს. მა­რი­ა­მი ამ­ბობს, რომ და­ვი­თი სწო­რედ ის მა­მა­კა­ცია, რო­მელ­ზეც ოც­ნე­ბობ­და.

- მა­რი­ამ, თქვე­ნი ცხოვ­რე­ბა, იმ ადა­მი­ა­ნე­ბის­თვის, რომ­ლე­ბიც სო­ცი­ა­ლუ­რი ქსე­ლის სა­შუ­ა­ლე­ბით გა­დევ­ნებთ თვალს, ზღა­პარს ჰგავს, რო­გო­რია რე­ა­ლო­ბა?

- პირ­ველ რიგ­ში გე­ტყვით იმას, რომ სა­ო­ცა­რი გრძნო­ბაა, როცა უამ­რავ ადა­მი­ანს უყ­ვარ­ხარ, ყუ­რა­დღე­ბის ცენ­ტრში ხარ, გა­მო­ხა­ტა­ვენ სით­ბოს, პა­ტი­ვის­ცე­მას და ინ­ტე­რესს შენს მი­მართ. სი­მარ­თლე, რომ გი­თხრათ, არა­ფე­რი გა­მი­კე­თე­ბია პო­პუ­ლა­რო­ბის­თვის. ყო­ველ­თვის ხალ­ხის­გან მო­დი­ო­და ინ­ტე­რე­სი, ვუ­ზი­ა­რებ რჩე­ვებს, სი­ახ­ლე­ებს, ლა­მაზ ფო­ტო­ებს. ძა­ლი­ან მცი­რე­დით შე­მო­ვი­ფარ­გლე­ბი. სულ ვფიქ­რობ იმა­ზე, რომ მო­სა­ბეზ­რე­ბე­ლი არ იყოს ეს ყვე­ლა­ფე­რი. ამი­ტომ ზო­მი­ე­რად ვაქ­ტი­უ­რობ ინ­სტაგ­რამ­ზე.

- მშობ­ლებ­ზე მინ­და გკი­თხოთ, ვინ არი­ან ისი­ნი, რო­გორ გა­რე­მო­ში გა­ი­ზარ­დეთ, ბა­თუ­მი­დან ხართ...

- ნამ­დვი­ლად სა­ა­მა­ყო მშობ­ლე­ბის შვი­ლი ვარ, დედა პრო­ფე­სი­ით ექი­მია. მამა ვე­ტე­რა­ნი ფეხ­ბურ­თე­ლი, შემ­დეგ მწვრთნე­ლი, დღე­საც სპორ­ტის სფე­რო­შია. გა­ნე­ბივ­რე­ბუ­ლი ბავ­შვი ვი­ყა­ვი, ყო­ველ­თვის ყვე­ლა­ფე­რი მქონ­და, რა­საც ვი­სურ­ვებ­დი, ლაღი ბავ­შვო­ბა. სავ­სეა ბედ­ნი­ე­რი მო­მენ­ტე­ბით, წარ­სუ­ლის მო­გო­ნე­ბე­ბი.

- ახალ­გაზ­რდა, ლა­მა­ზი გო­გო­ნა ბა­თუ­მი­დან, რო­მე­ლიც ლა­მაზ სამ­ყა­რო­ში ცხოვ­რობს... ბევ­რი გო­გო­ნა გა­უც­ნია სა­ზო­გა­დო­ე­ბას, მაგ­რამ თქვე­ნი ცხოვ­რე­ბა წლე­ბია, რაც ძა­ლი­ან სა­ინ­ტე­რე­სოდ გრძელ­დე­ბა. მე­უღ­ლე ამ ცხოვ­რე­ბა­ში ერ­თგვარ ზღაპ­რულ პრინ­ცად ჩანს, რო­გორ გა­ი­ცა­ნით ერ­თმა­ნე­თი?

- ძა­ლი­ან ბევ­რს უთ­ქვამს, რომ ისურ­ვებ­და ისე­თი­ვე ცხოვ­რე­ბას, რო­გორც მე მაქვს. სა­ო­ცა­რი ქმა­რი მყავს, რო­გორ­ზეც ალ­ბათ ყვე­ლა გოგო იოც­ნე­ბებ­და, რაღა და­გი­მა­ლოთ და ზუს­ტად ისე­თია, მე რომ წარ­მო­მედ­გი­ნა ოც­ნე­ბებ­ში. ძა­ლი­ან ყუ­რა­დღე­ბი­ა­ნი, მო­სიყ­ვა­რუ­ლე, კე­თი­ლი. იშ­ვი­ა­თია ასე­თი წრფე­ლი პი­როვ­ნე­ბა. ერ­თმა­ნე­თი 2017 წელს მის­მა ნა­თე­სავ­მა გაგ­ვაც­ნო. ეს იყო ერთი ნახ­ვით შეყ­ვა­რე­ბა, ორი­ვე მხრი­დან. ინ­ტე­რესს ალ­ბათ იმი­ტომ არ ვკარ­გავთ, რომ ყო­ველ­თვის რა­ღაც კარ­გი ხდე­ბა ჩვენს ცხოვ­რე­ბა­ში, ყო­ველ­თვის გან­ვი­თა­რე­ბა და წინსვლა გვაქვს. ვთვლი, რომ ამას ვიმ­სა­ხუ­რებთ. რად­გან მე და ჩემს მე­უღ­ლეს უამ­რა­ვი კარ­გი რამ გაგ­ვი­კე­თე­ბია ადა­მი­ა­ნე­ბის­თვის. მა­ტე­რი­ა­ლურ დახ­მა­რე­ბას ვგუ­ლის­ხმობ, რაც შემ­დეგ და­დე­ბი­თად გვიბ­რუნ­დე­ბა.

წაიკითხეთ სრულად