რუსკა ქარქაშაძე ბევრისთვის საყვარელი მსახიობი და ტელესახეა. რუსკა განსაკუთრებული აქტიურობით გამოირჩევა „ინსტაგრამზე“ და 150 000-ზე მეტ გამომწერს ყოველდღიურად უზიარებს დეტალებს საკუთარი ცხოვრებიდან.
ამჯერად რუსკა ფოტოებს იტალიიდან, რომიდან აქვეყნებს, სადაც მან მეგობრებსა და რჩეულთან ერთად დაბადების დღე აღნიშნა. შეყვარებულმა მას ხელიც სთხოვა. რუსკა ქარქაშაძე პირად ცხოვრებაზე საუბარს ერიდება, თუმცა ერთ-ერთ ინტერვიუში აღნიშნა, რომ მისი საქმრო შოუბიზნესის წარმომადგენელი არ არის და და საკუთარი ბიზნესი აქვს.